დონარუმა გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს, იტალიელი ბარსას პრიორიტეტი არაა

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "მილანის" მეკარე, "ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნე, ჯანლუიჯი დონარუმა მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომდევნო დღეებში მიიღებს.
ცნობილია, რომ 22 წლის კარის დარაჯის "მილანთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ივნისის ბოლოს იწურება. იტალიელი კიპერი ზაფხულში "როსონერის" თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ დატოვებს.
წყაროს ინფორმაციით, დონარუმასთვის "ბარსელონასთან" ერთად "პარი სენ-ჟერმენი" და "იუვენტუსი" იბრძვიან, თუმცა კატალონიური კლუბისთვის მისი დამატება პრიორიტეტული არაა. "ბლაუგრანა" ამჟამად "ლიონის" თავდამსხმელის, მემფის დეპაის შეძენაზეა ფოკუსირებული.
რომანო ასევე იტყობინება, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "ბარსაში" დარჩება. იტალიელი ჟურნალისტი ირწმუნება, რომ გერმანელი კარის დარაჯის კატალონიური გუნდიდან წასვლის შანსები არ არსებობს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]