ბარსელონას მემფის დეპაის ტრანსფერის დადასტურება მომავალ კვირაში სურს | MD

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონა" იმედოვნებს, რომ 27 წლის შემტევის, მემფის დეპაის ტრანსფერს მომდევნო კვირაში ოფიციალურად დაადასტურებს.
წყაროს თანახმად, ნიდერლანდელი ფეხბურთელის შეძენაში მთავარ როლს რონალდ კუმანის გუნდში დარჩენა ითამაშებს. რაც შეეხება მის ხელფასს, დეპაის ანაზღაურება თავისივე პერფორმანსზე იქნება დამოკიდებული.
მემფისი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ შეუერთდება - წარმოშობით განელი კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს (გახანგრძლივების პერსპექტივით).
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]