გენერალური ასამბლეა 20 ივნისს გაიმართება

გენერალური ასამბლეა 20 ივნისს გაიმართება

"ბარსელონას" დირექტორთა საბჭომ კლუბის წევრთა ასამბლეის თარიღი შეცვალა. როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, ასამბლეა 20 ივნისისთვის იქნება მოწვეული, ნაცვლად 4 ივლისისა, რაც საბჭოს წინა სხდომაზე დაანონსდა. შეხვედრა "კამპ ნოუზე" გაიმართება. 

ასამბლეა, რომელიც ტრადიციულად ყოველწლიურია, ამჯერად ჩვეულებრივზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ იმართება, რადგან 2019/20 წლების სეზონში მისი ჩატარება პანდემიის გამო ვერ მოხერხდა. 

დღის განრიგი ასეთი იქნება:

1. ჟოან ლაპორტას ანგარიშის წარდგენა

2. 2020 წლის 17 აგვისტოს კლუბის ფინანსური ანგარიშების შესახებ მიღებული დოკუმენტის თანახმად 2019/20 წლების სეზონის ფინანსების შეჯამება

3. 2020 წლის 26 ოქტომბერს დირექტორთა საბჭოს მიერ 2020/21 წლების სეზონისთვის დადგენილი ბიუჯეტის წარდგენა და დამტკიცება

4. ერთი ან მეტი ოპერატორის მიერ კლუბის 525 მილიონი ევროთი ხელახალი დაფინანსების დამტკიცება

5. დირექტორთა საბჭოს წევრების თანამდებობებზე დანიშვნის რატიფიკაცია

6. ეკონომიკური კომისიის წევრების რატიფიკაცია

7. კლუბის წესდების რეფორმის პროექტის წარდგენა და დამტკიცება

8. კატალონიის ომბუდსმენის ანგარიშის წარდგენა

9. პროექტის შესახებ ინფორმაციის წარდგენა, ახლანდელი სიტუაციის განხილვა და საჭიროების მიხედვით გადაწყვეტილებები სუპერ ლიგასთან დაკავშირებით. 

10. კლუბის წევრთა წინადადებების განხილვა

მე-11 პუნქტით კლუბი საჭიროების მიხედვით განრიგში შესწორების შეტანის უფლებას იტოვებს.  

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 ივნისი 2021 16:41
    0
    ბართოს სასამართლოსთვის გადაცემის საკითხი არ იხილება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 ივნისი 2021 13:14
    0
    ვინმე ესწრებით აქედან ? 😌
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly