რამდენს დაზოგავს ბარსა, თუ "წამსვლელები" გუნდს დატოვებენ?
წინა სეზონიში შემცირებული სახელფასო ფონდის შემდეგ კატალონიელთა ამჟამინდელი წლიური ანაზღაურება 276,675,776 ევროს შეადგენს.
დაანონსებული ინვესტიციებისა და ახალი სესხის მიუხედავად, კლუბს ფინანსურად შემსუბუქება მაინც სჭირდება. როგორც აქამდე დაიწერა, თუ ლიონელ მესი "ბლაუგრანაში" დარჩენას გადაწყვეტს, ახალი კონტრაქტის მიხედვით, მისი ყოველწლიური ანაზღაურება ახლანდელზე ნაკლები იქნება.
სხვა მხრივ, "ბარსელონას" ეკონომიკურად გაძლიერება იმ ფეხბურთელების გაშვების ხარჯზე შეეძლება, რომელთა სატრანსფერო ჭორებსა და გუნდის დატოვებაზეც ხშირად საუბრობენ.
"წამსვლელთა" სიაში 8 კატალონიელს მოიაზრებენ: ფილიპე კოუტინიო, მარტინ ბრეითუეიტი, ნეტუ, სამუელ უმტიტი, მატეუს ფერნანდესი, მირალემ პიანიჩი, ჟუნიორ ფირპო და სერჟი რობერტო. თითოეულ მათგანს ახალი გუნდების საძიებლად განსხვავებული მიზეზები აქვს. "ბარსაში" განხორციელებული და დაანონსებული ტრანსფერების ფონზე მათი ისედაც შემცირებული სათამაშო დრო, შესაძლოა, მიზერული გახდეს.
სახელფასო ფონდისთვის ამ მოთამაშეთა გასხვისება დიდი შვება იქნება. მათი სრული შემოსავალი რიცხვებში შემდეგნაირია:
- ფილიპე კოუტინიო - 24,489,920 მლნ ევრო წელიწადში; კონტრაქტი 2023 წლამდე = 48,979,840 მლნ ევრო
- მირალემ პიანიჩი - 16,346,720 მლნ ევრო წელიწადში; კონტრაქტი 2024 წლამდე = 49,040,160 მლნ ევრო
- სამუელ უმტიტი - 12,787,840 მილიონი ევრო წელიწადში; კონტრაქტი 2023 წლამდე = 25,575,680 მილიონი ევრო
- სერჟი რობერტო - 10,616,320 მლნ ევრო წელიწადში; კონტრაქტი 2022 წლამდე = 10 616,320 მლნ ევრო
- მარტინ ბრეითუეიტი - 6,333,600 მილიონი ევრო წელიწადში; კონტრაქტი 2024 წლამდე = 19 000 800 მილიონი ევრო
- ნეტუ - 6,333,600 მლნ ევრო წელიწადში; კონტრაქტი 2023 წლამდე = 12,667,200 მლნ ევრო
- მატეუს ფერნანდესი - 603,200 ევრო წელიწადში; კონტრაქტი 2025 წლამდე = 2,412,800 მლნ ევრო
- ჟუნიორ ფირპო - 6,333,600 მილიონი ევრო წელიწადში; კონტრაქტი 2024 წლამდე = 19 000 800 მილიონი ევრო
მაშასადამე, "ბარსელონას" აქვს საშუალება, იმ ფეხბურთელების წასვლით, რომელთაც ტრავმიანობისა და რონალდ კუმანის თვალში ნაკლები ნდობის გამო 2020/21 წლების სეზონში თამაში ხშირად არ მოუწიათ, სახელფასო ფონდიდან 187,293,600 ევრო გამოითავისუფლოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]