წარმატებული სანაკრებო დღე ბარსელონელებისთვის

წარმატებული სანაკრებო დღე ბარსელონელებისთვის

ივნისის სანაკრებო თამაშების პირველი დღე "ბარსელონას" ფეხბურთელებისთვის წარმატებული გამოდგა. 1 მოგება, 2 ფრე და 2 გოლი - ასეთია "ბარსელონელების" მონაგარი

საფრანგეთის ნაკრებმა უელსი 3-0 გაანადგურა. "ბარსელონელების" მხრიდან გოლები გრიზმანმა და დემბელემ გაიტანეს. განსაკუთრებით ეფექტური გრიზმანის გოლი გამოდგა. "ბარსელონას" კიდევ ერთი ფეხბურთელი კლემან ლანგლე მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგო იყო.

ფრენკი დე იონგის ნიდერლანდები შოტლანდიას ანგარიშით 2-2 დაუზავდა. გოლები სავარაუდოდ მომავალი "ბარსელონური" იყო - თავი ორივეჯერ მემფის დეპაიმ გამოიჩინა, რომელსაც პირველ შემთხვევაში საგოლედ ვეინალდუმმა უპასა. დიდი ალბათობით, ორივე ეს ფეხბურთელი უახლოეს მომავალში "ბარსელონას" შემოუერთდება. რაც შეეხება დე იონგს - მან ვეინალდუმის მსგავსად პირველი ნახევარი საათი ითამაშა.

გერმანიასთან 1-1 ითამაშა მარტინ ბრეითუეიტის დანიამ. "ბარსელონას" 9 ნომერი ძირითადში იყო და მან მოედანზე 80 წუთი დაჰყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 3 ივნისი 2021 15:01
    0
    არა რა ძმაო, ეს ბრაიტვეიტი მაგარი ბაჯაღლო დავითრიეთ.
    წევრი [?]
    #3 3 ივნისი 2021 09:17
    2
    Norman Bates,
    მაგაზე სტატიაც აქვს ბარსამანიას♥️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 ივნისი 2021 06:11
    6
    დააკვირდეს ეს ქვეშაფსია სად ათამაშებენ ნაკრებში გრიზმანს და სადაა უფრო პროდუქტიული, დაეგდე და უყურე შენი ფეხბურთელები როგორ თამაშობენ და რაღაცა დასკვნა გააკეთე.
    Culé [?]
    #1 3 ივნისი 2021 01:25
    1
    აუ ეს შემადგენლობა გვყავდეს შემდეგ სეზონშიი :) იმენა გადავახევდით ნებისმიერს ბურთს
    დეპაი-გრიზი-მესი
    დე იონგი-ვეინალდუმი
    ბუსკეცი
    ალბა-დე ლიხტი-არაუხო-ემერსონი
    ტერ შტეგენი

    დონარუმა. ინიაკი პენია
    ბალდე.პიკე.გარსია.მინგეზა.დესტი
    რიკი.პედრი.მორიბა.ნიკო.ორელიანა.
    აგუერო.ფატი.დემბელე.კოლიადო