ჩილესთან მატჩის წინ არგენტინელები დიეგო მარადონას პატივს მიაგებენ | TyC Sports

ჩილესთან მატჩის წინ არგენტინელები დიეგო მარადონას პატივს მიაგებენ | TyC Sports

ლიონელ მესის არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიმდინარე წლის პირველ მატჩს ჩილეს წინააღმდეგ გამართავს.

TyC Sports-ის ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრის წინ "ალბისელესტეს" ფეხბურთელები მოედანზე სპეციალური მაისურებით გამოვლენ, რომელზეც დიეგო მარადონას სახე იქნება გამოსახული.

ლეგენდარული მოთამაშის გარდაცვალების შემდეგ (2020 წლის 25 ნოემბერი), ეს ეროვნული ნაკრებისთვის პირველი მატჩია, რომელშიც სურთ, დიეგოს პატივი მიაგონ.

წყაროს ცნობით, ლიონელ სკალონის შეგირდები ზემოხსენებულ მაისურებს, FIFA-ს აკრძალვის გამო, დაპირისპირების მიმდინარეობისას ვერ მოირგებენ.

არგენტინისა და ჩილეს შეხვედრა სტარტს 4 ივნისს, თბილისის დროით 04:00 საათზე აიღებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 2 ივნისი 2021 15:25
    2
    აუ უნდა ამოტენო ჩილე ლეო მედელის დედას ვძეძგვე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #5 2 ივნისი 2021 14:20
    0
    ციტატა: nika 54
    ამ FIFA-ს რა უბედურება სჭირს, მსოფლიო ლეგენდის პატივისცემაც ამათ უნდა კითხონ. ძაან არ გადა-ივეს თავზე. რა დაშავდება რომ მსოფლიომ კიდევ ერთხელ მოუყაროს მუხლი ამ ლეგენდას.

    მესიმ რომ გადაიძრო მაისური და დიეგოს მაისური გამოაჩინა იმაზე რა ამბავი ჩაატარეს და თამაშში რომ ყველას ეცვათ ალბათ ალბათ ტურნირიდან მოკვეთავენ არგენტინას....
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 2 ივნისი 2021 14:05
    0
    14 ივნისსაც კოპა ამერიკაზეც ჩილეს ხვდება არგენტინა.
    ყატარი და ავსტრალია რა შუაშია მანდ ვერ გავიგე, მითუმეტეს არ ხვდებიან, ცხრილში კი მეექვსე გუნდადაა და ტურნირიდან გასვლა უწერია. პლეიოფიდან ჩაერთვებიან?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 ივნისი 2021 13:57
    2
    ფაქტია დღეს არგენტინას უკეთესი ნაკრები ჰყავს.თუნდაც ძლივს წესიერი მეკარე ეღირსათ.იმედია დადებს ლეო კოპას.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 ივნისი 2021 13:49
    1
    ამ FIFA-ს რა უბედურება სჭირს, მსოფლიო ლეგენდის პატივისცემაც ამათ უნდა კითხონ. ძაან არ გადა-ივეს თავზე. რა დაშავდება რომ მსოფლიომ კიდევ ერთხელ მოუყაროს მუხლი ამ ლეგენდას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 ივნისი 2021 13:47
    2
    საცოდაობაა ლეოს რო სანაკრებო ტიტული არ აქვს. იქნებ ამ კოპაზე მაინც ქნან რამე
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.