ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 2 ივნისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 2 ივნისს მოხდა.
თამაშები
2 ივნისს "ბარსელონას" 5-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 1 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.
1912 წელი
კატალონიის ჩემპიონატში "ბარსელონას" და "ესპანიოლს" შორის გამართულ დერბიში "ბლაუგრანამ" 7-2 მოიგო.
1945 წელი
გაიხსნა "ბარსელონას" საშინაო არენის, "ლეს კორტსის" ახალი ტრიბუნა (სურათზე), რომელიც ედუარდო ტოროხოს სახელობის იყო.
1988 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი სერხიო აგუერო. კატალონიური გუნდის მაისურით მან 5 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
2016 წელი
"ბარსელონამ" დაადასტურა, რომ დანი ალვესი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]