ინტერვიუ პედრისთან: იმედი მაქვს, მესი დარჩება

ინტერვიუ პედრისთან: იმედი მაქვს, მესი დარჩება

"ბარსელონას" ესპანელმა ტალანტმა პედრიმ El Larguero-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

ლიონელ მესი
იმედი მაქვს, მესი "ბარსაში" დარჩება, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია. ლეო რჩევებს ყოველთვის მაძლევდა. თუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი რაღაცას გეუბნება, მას უნდა მოუსმინო.
ესპანეთის ნაკრები

ლუის ენრიკე რომ მიკავშირდება, ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ჩემი შესაძლებლობების 100%-ს გავიღებ. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია. ვისიამოვნებ იმ შანსით, რომელიც მივიღე.

"ბარსაში" და ეროვნულ გუნდში თამაში ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული არაა. ლუის ენრიკე მთხოვს, სახიფათო მომენტის შესაქმნელად პასები შეტევის დაწყების ფაზაში მივიღო.

სერხიო რამოსის არყოფნა ევროპის ჩემპიონატზე
ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა. შევეცდებით, რაც შეგვიძლია, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა რამოსმა ჩვენით იამაყოს.
რონალდ კუმანი
კუმანის მადლობელი ვარ, რადგან მან სათამაშო დრო მომცა. მისი ბედი კლუბმა უნდა გადაწყვიტოს. ამაში არ ჩავერევი. ეს პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს.
ევროპის ჩემპიონატის ფავორიტები
ფავორიტები ვართ. თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ. მირჩევნია, სხვა გუნდებზე მაღლა ჩვენ ვიდგეთ, ვიდრე პირიქით იყოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 2 ივნისი 2021 13:58
    0
    კუმანი იყო რო გამოგწურა და სეზონის ბოლოს ძლივს დალასლასებდი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 ივნისი 2021 12:26
    3
    აქვს შანსი რომ ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო ახალგაზრდად დაასახელონ. წარმატებები ესპანეთს. მე პირადად მაგათ ვგულშემატკივრობ ევროზე.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 ივნისი 2021 12:02
    2
    ვააა ევროზე გაგვაოცებს ეს ბიჭი, აი ნახავთ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #1 2 ივნისი 2021 11:24
    0
    კუმანის მადლობელი ვარ, რადგან მან სათამაშო დრო მომცა.

    მადლობელი რანაირად უნდა იყო იმაზე მეტი დრო მოგცა ვიდრე საჭირო იყო. ვეღაც დარბოდი ბოლოს..
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "