სუპერ ლიგამ UEFA-სა და FIFA-ს სასამართლოში უჩივლა

სუპერ ლიგამ UEFA-სა და FIFA-ს სასამართლოში უჩივლა

"ბარსელონამ", "იუვენტუსმა" და "რეალმა" ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში EUFA-სა და FIFA-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს, ინფორმაციას სასამართლოს მედიასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

სუპერ ლიგის დამფუძნებელი კლუბები ორგანიზაციებს ევროკავშირში მოქმედი საშეჯიბრო წესებისა და პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებენ. მხარეებს შორის მადრიდის სასამართლოში ერთი საქმე უკვე მიმდინარეობს. დავის გადაწყვეტამდე, მადრიდის სასამართლომ UEFA-სა და FIFA-ს სუპერ ლიგის დამფუძნებელი კლუბების საწინააღმდეგო მოქმედებების განხორციელებისგან თავშეკავების ვალდებულება დააკისრა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ, UEFA-მ ამ კლუბების მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება მაინც დაიწყო.

როგორც მოგეხსენებათ, 18 აპრილს, ევროპის 12-მა კლუბმა სუპერ ლიგის პროექტი დაანონსა, თუმცა UEFA-ს, FIFA-სა და ევროპულ სახელმწიფოთა ზეწოლის შედეგად, 9 კლუბმა მასზე უარი თქვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 1 ივნისი 2021 16:35
    0
    ეტყობა კაი ხანი, ამ სპექტაკლების მოწმე ვიქნებით.
    Culé [?]
    #3 31 მაისი 2021 19:08
    1
    ციტატა: პავლოვიჩი56
    ეეხ,სასაცილო-სატირალია ყოველივე ეს,არსად რეგისტრირებული-ერთ თამაშ ჩაუტარებელი ორგანიზაცია ჩივის. ესაა ფულის მეშოკების დიქტატის დემოსტრირება.

    უეფა-ზე და ფიფაზე კორუმპირებული და ბინძური ორგანიზაცია იცით სადმე, ეხლანდელ ხელმძღვანელებზეც კი საქმეა აღძრული, ბოლო 30 წელია სულ კორუფციული სკანდალებია ორივე ორგანიზაციაში, ერთდროულად გაასამართლეს ფიფას პრეზიდენტი(ბლატერი) და უეფას პრეზიდენტი (პლატინი) - ერტი მსგავსი, მეათედი მაინც თუ იცით ამერიკული ლიგების (NBA, NHL, NFL , MLS)გარშემო MLS რა პროფესიონალური ლიგაა ეგეც და თუ არ ვცდები კანადის გუნდებიც მანდ გამოდიან და აბა ერთი ფიფამ რამე გაუბედოს, ხმასაც ვერ გასცემენ უეფას ტრაკი ეწვის ფულს კარგავს და იმიტო აწვება ესე მე აღარ მაქ ამ ორგანიზაციების ნდობა და მირჩევნია ერთი კარგი ლიგა შეიქმნას და თანაბარი კონკურენციის პირობები ქონდეთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 31 მაისი 2021 14:47
    1
    მაგრად უბერავს ეს ლაპორტაც რაა, დავიჯერო არ ესმის გულშემატკივრების ხმა, კომენტარებში ერთპიროვნულად ყველას უარყოფითი რეაქცია რომ აქვს ამ სუპერ ლიგაზე.
    გულშემატკივარი [?]
    #1 31 მაისი 2021 14:44
    1
    ეეხ,სასაცილო-სატირალია ყოველივე ეს,არსად რეგისტრირებული-ერთ თამაშ ჩაუტარებელი ორგანიზაცია ჩივის. ესაა ფულის მეშოკების დიქტატის დემოსტრირება.