ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 31 მაისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 31 მაისს მოხდა.
თამაშები
31 მაისს "ბარსელონას" 11-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 8 მატჩი მოიგეს და 3 წააგეს.
1943 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი რამონ მონტესინოსი. 1963-1967 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 60 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მონტესინოსმა კატალონიურ კლუბში ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მოიგო.
1961 წელი
"ბარსელონა" ჩემპიონთა თასის (ამჟამინდელი ჩემპიონთა ლიგა) მისთვის პირველ ფინალში "ბენფიკასთან" ანგარიშით 2-3 დამარცხდა.
1973 წელი
ესპანეთის თასზე "სევილიასთან" 1-3 წაგების შემდეგ სასტუმროში მყოფი "ბარსელონას" შვიდმა ფეხბურთელმა კავა (კატალონიაში პოპულარული ცქრიალა ღვინო) შეუკეთა. ამის შემხედველმა რინუს მიხელსმა ფეხბურთელებს არაპროფესიონალები უწოდა და სასმლის ბოთლები ძილს დაანარცხა.
1975 წელი
"სან ანდრესთან" სტუმრად 2-1 გამარჯვება "ბარსელონასთვის" ესპანეთის თასზე მე-200 მოგება გამოდგა.
1992 წელი
ქალაქურ დერბიში "ბარსელონამ" "ესპანიოლი" სტუმრად 4-0 გაანადგურა. გოლები კუმანმა, ბეგირისტაინმა, ეუსებიომ და ფერერმა გაიტანეს.
2017 წელი
ერნესტო ვალვერდე "ბარსელონას" ახალ მთავარ მწვრთნელად წარადგინეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]