ბარსელონას საზაფხულო სტრატეგია - ტრანსფერების ხარისხი და იაფი ფეხბურთელები | Marca

ბარსელონას საზაფხულო სტრატეგია - ტრანსფერების ხარისხი და იაფი ფეხბურთელები | Marca

ამჟამად, კატალონიის "ბარსელონას" საკმაოდ ცუდი ფინანსური მდგომარეობა და დიდი ვალი აქვს, რის გამოც კლუბი მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე თავისუფალი აგენტების დამატებას გეგმავს.

სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას მადრიდული გამოცემა Marca, რომლის ინფორმაციითაც, "ლურჯ-ბროწეულისფერები", მოახლოებული ზაფხულის მიმდინარეობისას, ხარისხიანი ტრანსფერების გაჩარხვასა და იაფი (ან უფასო) ფეხბურთელების გადაბირებას შეეცდებიან.

სერხიო აგუეროსთან, ერიკ გარსიასა და ჯორჯინიო ვეინალდუმთან შეთანხმება თითქმის მიღწეულია. "ბარსამ", შესაძლოა, "ლიონიდან" მემფის დეპაიც შეიძინოს.

გარდა ამისა, "ბლაუგრანა" "ბეტისიდან" 22 წლის ბრაზილიელი მარჯვენა მცველის, ემერსონის გამოსყიდვას აპირებს. ასევე, ერიკ გარსიას შემდეგ, ჟოან ლაპორტას კიდევ ერთი ცენტრალური მცველის გაფორმება სურს.

დაცვის ცენტრალურ ზონაში სასურველი ვარიანტი "იუვენტუსის" უკანახაზელი, მატიას დე ლიხტია, თუმცა ამ მომენტისთვის, თუნდაც ბარტერის წყალობით, ნიდერლანდელის ყიდვა შეუძლებელი ჩანს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 31 მაისი 2021 12:47
    2
    Marca-მ რეალს მიხედოს, თითქოს ჩვენზე უკეთესად ქონდეს საქმე. მაგათი პირველი შენაძენიც უფასოა.(ალაბა) ისე რომ ძაან ნუ იბლატავებენ, მითუმეტეს შეიხმა უკვე შეატყობინა მბაპეს იმედი არ გქონდეთო
    Culé [?]
    #6 31 მაისი 2021 10:20
    3
    დეპაი მგონია, რომ გამოირიცხა, შემცირდა ინტერესი და ფეხბურთელიც უკმაყოფილი ჩანს
    პაუ ტორესზე ჯობს გადართვა დე ლიხტის და სხვათა ზღაპრების მაგივრად
    რაიოლას უნდა შეეშვას ლაპორტა
    წევრი [?]
    #5 31 მაისი 2021 09:21
    11
    ბუსკეცის,ალბას გაშვება ძალიან არასწორი მგონია, ყველაზე სტაბილური წელს ალბა იყო დაცვაში.ბუსკეცი კიდე გუნდის ხერხემალი.ორივე კლუბის ლეგენდაა და ზოგიერთები რომ აგინებთ უკეთესი ვინ გყავთ დდ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 31 მაისი 2021 06:21
    6
    ამ სიტუაციიდან გამომდინარე ძაან მაგარი ტრანსფერები გაჩარხა ევროპას და კოპას მერე ერთ ტოპ ტრანსფერს დადებს ლაპორტა აი აუარი მინდა სასწაულად მოიყვანოს 30 მილიონად ყიდის ლიონი აუარი და ერთი კარგი მცველი და გამოვიდეს ნალუბოი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 31 მაისი 2021 04:18
    3
    დელიხტზე ჩალიჩი შეიძლება, დანარჩენები უკვე ჯიბეში ჰყავს ლაპორტას :))
    --------------------
    მხოლოდ ბარსელონა ! ! !
    წევრი [?]
    #2 31 მაისი 2021 04:14
    2
    დელიხტს + ეს უფასო ფეხბურთელები ძალიან კარგი იქნება :)
    გულშემატკივარი [?]
    #1 31 მაისი 2021 03:27
    0
    Tsitsi daidzine "caa" ddd❤️