ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 30 მაისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 30 მაისს მოხდა.
თამაშები
30 მაისს "ბარსელონას" 9-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 4 მატჩი მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1910 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი (1950-1954) ფერდინანდ დაუჩიკი.
1948 წელი
ისტორიკოს ამხანაგურ ტურნირზე "ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" ამოროსის გოლით 1-0 დაამარცხა.
1970 წელი
ესპანეთის თასის 1/4 ფინალის პირველ მატჩში "ბარსელონა" "რეალ მადრიდთან" 0-2 დამარცხდა.
1982 წელი
ვენესუელას პრეზიდენტის თასის მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში "ბარსელონა" "რეალ მადრიდთან" ანგარიშით 0-1 დამარცხდა.
2013 წელი
ცნობილი გახდა, რომ ერიკ აბიდალი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებდა.
2015 წელი
ჩავი ერნანდესმა "კამპ ნოუზე" ბოლო თამაში ჩაატარა. მისმა გუნდმა ესპანეთის თასის ფინალში "ბილბაო" 3-1 დაამარცხა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]