Marca: ბარსა ცენტრალური მცველის ძებნას აგრძელებს

Marca: ბარსა ცენტრალური მცველის ძებნას აგრძელებს

ერიკ გარსიას გარდა, "ბარსელონას" კიდევ ერთი ცენტრალური მცველის დამატება სურს, იტყობინება Marca.

გასულ სეზონში, "ბარსელონასთვის" დაცვის ცენტრი განსაკუთრებით პრობლემური იყო. რონალდ კუმანს სათამაშო სქემის შეცვლამ და 3-5-2 სისტემაზე გადასვლამ მოუწია.

მადრიდული გამოცემა წერს, რომ კატალონიური კლუბის ფავორიტი მატიას დე ლიხტია, თუმცა, ფინანსური სირთულეებიდან გამომდინარე, მისი ტრანსფერის განხორციელება ნაკლებად სავარაუდოა. მას "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. თავად ნიდერლანდელმა განაცხადა, რომ, ჯერჯერობით, "ბარსელონადან" მას არავინ დაკავშირებია.

ასევე, კლუბი აკვირდება პაუ ტორესს, თუმცა ამ შემთხვევაშიც პრობლემა ფინანსებია. წარმატებული სეზონის შემდეგ, მისი სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა და "ვილიარეალი" მას იოლად არ შეელევა.

ამავდროულად, "ბარსელონა" სხვა კანდიდატების მოძიებას აგრძელებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #14 30 მაისი 2021 12:20
    0
    რუდიგერზე რასფიქრობთ ?
    Culé [?]
    #13 30 მაისი 2021 10:57
    0
    რაც შეეხება პაუს, მის ფილიპე კოუტინიოში გაცვლას შევთავაზებდი ვილიარეალს და შეიძლება კოუტინიო+რობერტოში გაცვლაც შემეთავაზებინა, ან კოუტინიო+ბრაითვაიტი ან კოუტინიო+ლენგლე ან კოუტინიო+ფირპო
    ნუ რაც შეეხება ლენგლეს, დებილი არაა ემერი და თამაშებს უყურებს, მაგრამ მაინც შეიძლება კოუტინიოთი მოიხიბლოს, რადგან ეგეთი კლასის და გამოცდილების კაცი დასჭირდება, მაინც ევროპალიგის გამარჯვებული გუნდია და მოინდომებს მარალი მიზნებისათვის ბრძოლას და ასეთი ფეხბურთელები გუნდის შეცვლის შემდეგ უფრო ათამაშდებიან ხოლმე
    გულშემატკივარი [?]
    #12 30 მაისი 2021 01:31
    0
    დღეისათვის ევროპა-მსოფლიოში, სულ 4-5 სუპერ ცენტრალური მცველია და ისინი ტოპ კლუიბებში არიან.ამიტომ ბარსა ვინც იჯარითაა გაშვებული + არსებულის იმედზე უნდა იყოს. მთავარია კუილა(კუმანი) გააგდონ.
    Culé [?]
    #11 29 მაისი 2021 22:05
    0
    ისევ პაუ ტორესი ჯობია ყველას, შეიძლება ვინმეს ჩართვა მაგის ტრანსფერში
    Culé [?]
    #10 29 მაისი 2021 20:14
    2
    ეძებენ იასნა, სანამ ვინმე ბებერი თავისუფალი აგენტი არ გამოჩნდება ხოარ მოიყვანენ ვინმეს....
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    Culé [?]
    #9 29 მაისი 2021 20:03
    1
    უპამეკანო დაკარგეს ეხლა კუნდე მაინც მოიყვანეთ ბიჭო დაცვის ცენტრი კატასტროფაა rage
    ფანი [?]
    #8 29 მაისი 2021 18:43
    0
    კუნდე ან პაუ
    ფანი [?]
    #7 29 მაისი 2021 18:42
    1
    ციტატა: nika 54
    ციტატა: Iniesta_8
    უმტიტი, რობერტო, ლენგლე, პიკე გასაშვებია. მთელი დაცვა გამოსაცვლელია. მარტო არაუხოს და ალბას ნდობა შეიძლება.

    პიკე შეიძლება სათადარიგოს სკამისთვის, თუ დიდ ხელფასს არ მოითხოვს.

    Piques 165.000€ aq xelfasi,Sergi Robertos 70.000;umtitis 85.000;lengles 75.000;
    Culé [?]
    #6 29 მაისი 2021 18:34
    0
    ლისანდრო მარტინესი და პიკე-ლენგლე-უმტიტიმ გაასხან ერთად
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #5 29 მაისი 2021 18:16
    0
    აბა ლენგლეს და უმტიტის იმედზე ჩემი მტერი დარჩეს. ორივე გასაყიდი პიკე სკამზე შეიძლება.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 29 მაისი 2021 17:46
    1
    ციტატა: Iniesta_8
    უმტიტი, რობერტო, ლენგლე, პიკე გასაშვებია. მთელი დაცვა გამოსაცვლელია. მარტო არაუხოს და ალბას ნდობა შეიძლება.

    პიკე შეიძლება სათადარიგოს სკამისთვის, თუ დიდ ხელფასს არ მოითხოვს.
    ფანი [?]
    #3 29 მაისი 2021 17:37
    1
    ციტატა: ani-barca10
    კუნდე და ბოტმანი

    კუნდეს "რიალი" წაიყვანს , ჩვენ ბოტმანს და პაუს შორის უნდა გავაკეთოთ არჩევანი.
    Culé [?]
    #2 29 მაისი 2021 17:32
    0
    უმტიტი, რობერტო, ლენგლე, პიკე გასაშვებია. მთელი დაცვა გამოსაცვლელია. მარტო არაუხოს და ალბას ნდობა შეიძლება.
    Culé [?]
    #1 29 მაისი 2021 17:18
    0
    დავაი,დავაი ვინმე გიჟი დავითირიოთ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid