სერჟი რობერტო, სავარაუდოდ, "ბარსელონას" დატოვებს

სერჟი რობერტო, სავარაუდოდ, "ბარსელონას" დატოვებს

Goal-ის ინფორმაციით, საკმაოდ დიდი შანსია, "ბარსელონას" უნივერსალმა ფეხბურთელმა, სერჟი რობერტომ, რომელიც ძირითადად მარჯვენა მცველად თამაშობს, უახლოეს თვეებში კლუბი დატოვოს. 

"ბარსას" რობერტოს შენარჩუნება არ სურს - მისი ხელფასი ძალიან მაღალია, "ბარსელონას" ფინანსური მდგომარეობა კი საკმაოდ მძიმე. 29 წლის ფეხბურთელი გუნდისთვის არც ისე მნიშვნელოვანია, რომ კატალონიელები ასეთ დათმობაზე წავიდნენ. 

ახლო მომავალში "ბარსას" შემადგენლობაში რობერტოს როლი შემცირდება. მალე კლუბი "ბეტისიდან" ბრაზილიელ მარჯვენა მცველ ემერსონს დაიმატებს, მასთან ერთად კი "ბლაუგრანას" რიგებში სერჟინიო დესტიც იქნება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #12 30 მაისი 2021 01:27
    2
    ეს და დესტი(დუსტი) ორივე გასაშვებია. ემერსონ-მინგესა უფრო ეფექტური იქნება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 29 მაისი 2021 23:51
    2
    კარი მარჯვნივ...
    წევრი [?]
    #10 29 მაისი 2021 22:20
    1
    აქამდეც უნდა დაეტოვებინა ბარსელონა, და ბარსამ ნამდვილად ვინც ჭირდება ის ფეხბურთელები უნდა იყიდოს , და არა ტყვილა ხარჯოს ფულები 😔
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 29 მაისი 2021 22:05
    2
    ააბარგეთ ეს პრახადნოი დვორი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #8 29 მაისი 2021 20:02
    2
    თუ უნდათ რო რამეს მიაღწიონ, ეს და ამნაირები სავარაუდოდ კიარა აუცილებლად უნდა გაუშვან....
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 29 მაისი 2021 17:55
    2
    რას იზავ, ცხოვრება ითხოვს. რობერტო აუცილებლად იპოვის თავის გუნდს, სამაგიეროდ ყოველთვის გვემახსოვრება მინიმუმ ორი მომენტით ბარსელონაში გამოსვლის პერიოდში.
    Culé [?]
    #6 29 მაისი 2021 17:53
    1
    წავიდეს რა პრობლემაა.
    ფანი [?]
    #5 29 მაისი 2021 17:46
    1
    რა დილა თენდებაა, სიმღერა მინდებაააა😁
    ფანი [?]
    #4 29 მაისი 2021 16:59
    1
    მგონი სრულდება ჩვენი სურვილები👍👍
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 29 მაისი 2021 16:10
    4
    კაია,კაი ნელ-ნელა იცლება გუნდი ნაგვისგან.კუმანმა და მისმა შაიკამ ისე დაძაბა ლაპორტასთან,რომ კიდევ უფრო შეიმცირა დარჩენის შანსები.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #2 29 მაისი 2021 16:09
    4
    ვაფასებ შენს სიყვარულს ბარსელონასადმი მაგრამ წახვიდე უნდა. მადლობა ის რაც გააკეთე! განსაკუთრებით რელთან შენი გაქცევა და პსჟსთან შერბენი❤
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #1 29 მაისი 2021 16:05
    3
    გაუშვან