მატეის დე ლიხტი: "ბარსელონა" არ დამკავშირებია

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურ მცველს, მატეის დე ლიხტს, ESPN-ის ჟურნალისტმა "ბარსელონას" შესახებ ჰკითხა. მათ შორის მცირე დიალოგი გაიმართა:
დე ლიხტი: "იუვენტუსში" უბედნიერესი ვარ. იქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ.
ჟურნალისტი: და თუ კარზე "ბარსელონა" დაგიკაკუნებს?
დე ლიხტი: მაშინ?
ჟურნალისტი: მაშინ უარს ვერ იტყვი, არა?
დე ლიხტი: ამაზე ფიქრს აზრი არ აქვს, როცა კარზე არავინ გიკაკუნებს.
ჟურნალისტი: ანუ, ისინი არ დაგკავშირებიან?
დე ლიხტი: არა.
ნიდერლანდელი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპული გრანდების ყურადღება "აიაქსში" მიიქცია, თანაგუნდელ ფრენკი დე იონგთან ერთად "ბარსაში" გადმოსვლასთან ახლოს იყო, თუმცა მისგან განსხვავებით კატალონიაში გადაბარგებას "იუვენტუსში" ტრანსფერი ამჯობინა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]