ბუსკეტსი და ალბა თავიანთ მომავალს კუმანის საკითხის გარკვევის შემდეგ გადაწყვეტენ

ბუსკეტსი და ალბა თავიანთ მომავალს კუმანის საკითხის გარკვევის შემდეგ გადაწყვეტენ

"ბარსელონა" სერხიო ბუსკეტსისა და ჟორდი ალბას მომავალზე საუბარს მიმდინარე კვირაში ფეხბურთელების აგენტებთან დაიწყებს. კატალონიის რადიოს ცნობით, ალბასა და ბუსკეტს გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ სურთ, რაც კლუბის მწვრთნელის ბედი გაირკვევა. ესპანელებს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აქვთ გაფორმებული. მიმდინარე სეზონში კუმანისთვის ისინი საკვანძო მოთამაშეები იყვნენ და რეგულარულად თამაშობდნენ. კატალონიის რადიოს ინფორმაციით კი ბუსკეტსი და ალბა შიშობენ, ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ მათი სათამაშო დრო არ შემცირდეს. ამდენად, ფეხბურთელები რონალდ კუმანის ირგვლივ შავი ღრუბლების გაფანტვას ელიან. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 28 მაისი 2021 18:51
    0
    ბუსკეტსი და ალბა შიშობენ, ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ მათი სათამაშო დრო არ შემცირდეს. ამდენად, ფეხბურთელები რონალდ კუმანის ირგვლივ შავი ღრუბლების გაფანტვას ელიან.
    ამათ ხო არ დაავიწყდათ, სუარესის ამბავი. თუ ის, მოსვლამდე რო გასაყრელთა სიებში ყავდა ორივე კუმანს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 28 მაისი 2021 02:36
    1
    გამოდის, რომ ამათვის მთავარია დრო მისცეს კუმანმა, თორემ კუმანი, რომ გუნდს ტრ...კენ მიაქანებს ეგ არაფერი?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 მაისი 2021 20:02
    0
    თუ ძველ ფორმასთან მიახლოვებულ ვერსიას ვიხილავთ ითამაშებენ რეგულარულად, ბუსის მაინც სკამზე გადავსვამდი თან დეიონგი მაგის შემცვლელი უკვე გვყავს გუნდში, ალბას რაც შეეხება ვფიქრობ მესის შემდეგ საუკეთესო იყო ამ სეზონში
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #4 27 მაისი 2021 17:06
    0
    არცერთის წასვლა არმინდა, ნუ დიდი ალბათობით ალბა ისევ ძირითადი იქნება, ბუსკეცი ჩემი აზრით კარგი სათადარიგო, მაგრამ ერთი რამეც უნდა ვთქვა, ისე გამოდის რო საკუთარი თავი იმედი არააქვთ და ეშინიათ სკამის, იყავი საუკეთესო და არავინ დაგსვამს სკამზე...
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 მაისი 2021 16:07
    2
    ამათი გაშვება სისულელე მგონია სკამი კიბატონო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 27 მაისი 2021 16:01
    4
    არავინაა უკეთესი ამათ პოზიციაზე და აკრიტიკეთ რამდენიც გინდათ. სანამ უკეთესი ფეხბურთელები არ მოვლენ რა აზრი აქვთ ამათ გაშვებას. შეგვრჩება მერე ფირპო ალბას მაგივრად და წავა აქ წუწუნი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 მაისი 2021 15:57
    4
    მინიმუმ სათადარიგოზე, არავითარი გაშვება. ხელფასი კი მე მგონი უნდა შეიმცირონ.