ვეინალდუმის წარმომადგენლები კამპ ნოუზე იმყოფებიან

ვეინალდუმის წარმომადგენლები კამპ ნოუზე იმყოფებიან

"ბარსელონა" "ლივერპულის" ნახევარმცველის, ჯორჯინიო ვეინალდუმის ტრანსფერს ასრულებს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ვეინალდუმის აგენტები ამ წუთებში ტრანსფერის დასასრულებლად "კამპ ნოუზე", "ბარსას" ოფისში იმყოფებიან. ნიდერლანდელი ფეხბურთელის კატალონიურ გუნდში გადმოსვლა, შესაძლოა, ძალიან მალე გაოფიციალურდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვეინალდუმი "ბლაუგრანასთან" 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. 30 წლის მოთამაშე "ბარსას" უფასოდ შეუერთდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 28 მაისი 2021 02:48
    0
    იმედია კოუტინიო არ დაგემართება, ისიც ლივერპულიდან მოვიდა. მასკერანო და სუარესს მიაწექი.
    Culé [?]
    #5 27 მაისი 2021 17:10
    1
    კარგი ფეხბურტთელია, ამაზე ვთანხმდებით, უბრალოდ ბარსელონა გადავიდა იმ სტილზე რო მუქთა იყოს კუბო იყოს ვარიანტი რა...))))
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 მაისი 2021 16:09
    1
    რას ერჩით ნიდერლანდების ნაკრების წევრია ბოლო ბოლო. ბრეითვეიტი ხო არ არის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 მაისი 2021 16:05
    3
    მშვენიერი ტრანსფერია ძალიან გამოგვადგება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    წევრი [?]
    #2 27 მაისი 2021 15:28
    3
    მე ძაან მომწონს ეს ბიჭი და გაისად ძირითადის კაციც გახდება. დეიონგი პედრი ვეინალდუმი ეს ტრიო იქნება ბუსი სკამზე დროა უკვე
    Culé [?]
    #1 27 მაისი 2021 15:21
    3
    იმედია სანამ ევროპის ჩემპიონატი დაიწყება მოამთავრებენ ყველა ტრანსფერს. თან ფეხბურთელებისთვისაც უკეთესი იქნება რო მთელი ყურადღებით ჩემპიონატზე გადაერთოდ.

    გარსია მოიყვანეს.
    აგუეროც მოიყვანეს.
    დეპაიც 90% ჩვენია.
    ჯინიც მოიყვანეს.
    ემერსონი დარჩა და ცენტრალური მცველი (პაუ ან მარტინესი)