ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 27 მაისი
წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 27 მაისს მოხდა.
თამაშები
27 მაისს "ბარსელონას" 11-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 5 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1928 წელი
ამხანაგურ ტურნირზე "ბარსელონამ" და "რეალ მადრიდმა" 2-2 ითამაშეს. კატალონიელთაგან გოლები რამონმა და აროშამ გაიტანეს.
1951 წელი
ესპანეთის თასის ფინალში "სოსიედადის" 3-0 დამარცხებით "ბარსელონამ" კუბალას ერაში პირველი ტიტული მოიგო.
1989 წელი
"ბილბაოსთან" 3-0 მოგება "ბარსელონასთვის" ლა ლიგაში მე-900 გამარჯვება გამოდგა.
1992 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი ხეისონ მურილიო. 2018/19 წლების სეზონში მან "ბლაუგრანას" მაისურით 6 თამაში ჩაატარა. მურილიომ კატალონიურ გუნდში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1994 წელი
დაიბადა ჟოაუ კანსელუ.
1995 წელი
"ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" მიგელ ანხელ ნადალის ერთადერთი გოლით დაამარცხა.
1996 წელი
ოფიციალურად დადასტურდა, რომ "რეალ მადრიდის" ფეხბურთელი ლუის ენრიკე "ბარსელონაში" გადმოდიოდა.
2009 წელი
ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონამ" "მანჩესტერ იუნაიტედი" 2-0 დაამარცხა. გოლები სამუელ ეტო'ომ და ლიონელ მესიმ გაიტანეს. ეს შეხვედრა ეტო'ოსთვის ჩემპიონთა ლიგაზე გამართული 50-ე მატჩი გამოდგა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]