უეფა სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმებასთან ახლოსაა

უეფა სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმებასთან ახლოსაა

უეფამ შესაძლოა ევროტურნირებზე სტუმრად გატანილი გოლის წესი გააუქმოს. ინფორმაციას ბრიტანული "ტაიმსი" ავრცელებს. აღნიშნული წესი 1965 წლიდან მოქმედებს, როდესაც ევროთასებზე ორმატჩიანი შეხვედრები შემოიღეს. გამოცემის ცნობით, უეფას საკლუბო ჩემპიონატთა კომიტეტი ამ საკითხზე პორტოში 27 მაისს ჩანიშნულ შეხვედრაზე იმსჯელებს. იმ შემთხვევაში, თუკი გაუქმების მომხრეები ხმათა საკმარის რაოდენობას მოაგროვებენ, ახალი სეზონიდან გუნდები სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის გარეშე დარჩებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #21 27 მაისი 2021 15:19
    0
    მერე რა გამოვა 3-0 -დან 4-1 ზე, ან პირიქითზე უკვე დამატებითი დაინიშნება?
    რომა გამახსენდა....
    წევრი [?]
    #20 27 მაისი 2021 14:47
    0
    საინტერესო იქნება!
    თუმცა ასე ცალსახად ვერ დავეთანხმები იმ ფაქტს, რომ ეს ბევრად უფრო სანახაობრივს გახდის. ცვლილებების შედეგები რამდენიმე წლის შემდეგ უფრო ნათლად გამოჩნდება შედეგები!
    ფანი [?]
    #19 27 მაისი 2021 11:38
    0
    იმედია გააუქმებენ უფრო სანახაობრივი თამაშები გამოვა და ზოგი გუნდი მთელი გუნდით დაცვაში ვეღარ ჩადგებიან
    გულშემატკივარი [?]
    #18 27 მაისი 2021 11:33
    0
    იმედია სეზონის დაწყებამდე მოიფიქრებენ და გააუქმებენ. დღემდე ვერ ვხვდები რატომ შემოიღეს ეგ წესი 🤷‍♂️
    გულშემატკივარი [?]
    #17 27 მაისი 2021 10:47
    0
    ნახევარ საუკუნეზე მეტი დაჭირდათ რომ ეს მოეხსნა აი მაგიტომ არ ვარგოდა 1-1 ან მსგავსი ანგარიში, 0-0 ზე რომ ჩალიჩობდნენ და კონტრზე რომ იყვნენ 11 კაცი კარში, აი სად დაენძრა ატლეტიკოს ნაირი გუნდებს :დ :დ
    ფანი [?]
    #16 27 მაისი 2021 10:33
    0
    თავის მუღამი მაგასაც აქ ბევრი დაიჩაგრა მარა დაძაბულობას მატებდა
    Culé [?]
    #15 27 მაისი 2021 10:29
    0
    არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა მაგ წესს... მაგრად მიშლიდა ნერვებს!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 27 მაისი 2021 03:13
    2
    გაეხსნათ გონება?
    Culé [?]
    #13 27 მაისი 2021 01:25
    3
    სამართალი 56 ! წლის შემდეგ
    Culé [?]
    #12 27 მაისი 2021 01:16
    2
    2012 წელს ეგ წესი რომ არ ყოფილიყო, ტორესი ჩემს ფეხებს გაათანაბრებდა და დამატებითში კი ჩელსი 10 კაცით ლეოს გამჩერებელი არ იყო
    ფანი [?]
    #11 27 მაისი 2021 00:45
    2
    ეგ რომ პირველად გავიგე მაგის გააზრებაზე ხო ტვინი ვიჭყლინტე , მერე მეგობარს რომ ვუხსნიდი მაგაზე 🤣🤣🤣
    ფანი [?]
    #10 27 მაისი 2021 00:28
    5
    ციტატა: El pistolero 9
    თამაშგარის წესიც უნდა შეიცვალოს. მარტო ფეხით უნდა იზომებოდეს. მხრით რო ზომავენ ზოგჯერ

    ხელის გარდა სხეულის ნებისმიერი ნაწილით შეგიძლია გოლის გატანა, ამიტომ ეგ წესი სრულიად ლოგიკურია
    Culé [?]
    #9 27 მაისი 2021 00:16
    1
    თამაშგარის წესიც უნდა შეიცვალოს. მარტო ფეხით უნდა იზომებოდეს. მხრით რო ზომავენ ზოგჯერ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #8 27 მაისი 2021 00:02
    3
    ძალია სწორი იქნება, ამ დროს ვნახავთ უხვგოლიან და შემტევ თამაშებს
    წააგე 0:2?! მიდი შეუტიე, 3:1, 4:2 შანსს გიტოვებს დამატებითში გადახვიდე
    ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება იქნება და რაც მალე შეცვლიან არსებულ წესს, მით უკეთესი
    ფანი [?]
    #7 26 მაისი 2021 23:55
    3
    ციტატა: cruyff9
    არადა ზუსტად ეს წესია რის გამოც დაძაბული თამაშებია!!!დაძაბულობა მოიკლებს

    რა დაძაბული თამაშები თუ ძმა ხარ 1:1 რომ დაამთავრა გასვლაზე და სახლში 0:0 ზე თამაშობს და მთელი 90 დაცვაში გდია 1 გუნდი და მეორე აჯდება თავზე ამას ეძახი დაძაბულ და სანახაობრივ თამაშებს??
    სანახაობა იქნება სწორედ ეს 2:1 ზე რომ მოსაგები გაქვს ყველა ვარიანტში სახლშიც თამაში მაინც და იბრძვი ან ფრეზე ან მოიგო ისევ
    ფანი [?]
    #6 26 მაისი 2021 23:48
    1
    ციტატა: cruyff9
    არადა ზუსტად ეს წესია რის გამოც დაძაბული თამაშებია!!!დაძაბულობა მოიკლებს

    სოკერი გევასებააა??
    ფანი [?]
    #5 26 მაისი 2021 23:47
    0
    მთელი ჩემი ცხოვრება ამას ვვოცნებობდი
    --------------------
    Cule🤙🤙🤙🤙🤙
    Visca barca visca catalonya💙❤💙❤
    Culé [?]
    #4 26 მაისი 2021 23:30
    0
    ვილიარეალმაც გაიტანა. ისე მანჩესტერმა მ8ნდა მოიგოს..
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    Culé [?]
    #3 26 მაისი 2021 23:28
    1
    არადა ზუსტად ეს წესია რის გამოც დაძაბული თამაშებია!!!დაძაბულობა მოიკლებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 მაისი 2021 23:24
    5
    ძაან კაი გააუქმონ ეს სულელური წესი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued