კოუტინიოთი ორი ინგლისური კლუბი ინტერესდება

კოუტინიოთი ორი ინგლისური კლუბი ინტერესდება

ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" ტრანსფერი არც ისე წარმატებული გამოდგა. ბრაზილიელმა 2020/21 წლების სეზონი ტრავმების ფონზე ჩაატარა, კლუბის მაისურით 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა; გაიტანა 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

Sky sport-ის ცნობით, კოუტინიოთი "არსენალი" და "ევერტონი" არიან დაინტერესებული, "ბარსელონა" კი მიმდინარე ზაფხულს ფეხბურთელის გაშვებას აპირებს. ინგლისური კლუბები კატალონიელთა სიგნალს ელიან, რათა შესაბამისი შეთავაზება გააკეთონ.

ფილიპე კოუტინიო "ბარსელონაში" 2018 წლის იანვარში "ლივერპულიდან" გადმოვიდა, 2019/20 წლების სეზონი კი იჯარით "ბაიერნში" გაატარა. ბრაზილიელმა გერმანულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის,  DFB-Pokal-ის თასისა და ბუნდესლიგის მოგება მოახერხა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 27 მაისი 2021 15:23
    0
    ნეტავ 100 მილიონს არ მოგვცემენ ამაში? smile
    Culé [?]
    #6 27 მაისი 2021 10:16
    2
    მაინც ძაან მწყდება გული ამაზე,მაგრამ გასაშვებია სანამ უფასოდ წავიდა,იმედია სადაც წავა იქ ათამაშდება პატარა ჯადოქარი♥️
    [?]
    #5 27 მაისი 2021 10:06
    0
    ეს ხო ლივეს ფანია. არ წავა იქ. პიტალო. ლივე დებოშით დატოვა და ეხლა ფანია
    Culé [?]
    #4 27 მაისი 2021 08:42
    0
    ალბათ ბოლო 15 წლის იმედგაცრუება,რეალურად მეგონა ბარსაში ათამაშდებოდა,ძალიან მაღალი დონეს უჩვენებდა,რას იზამ არა ბარსა ამის გუნდი,თან ვალიკო შეხვდა მწვრთნელად,გამოდის ლივერპულიდან არუნდა წამოსულიყო,
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 მაისი 2021 03:09
    0
    ევერტონში ეს არ გადავა ლივერპულის პონტში, არსენალს კი ფული არააქვს, მაქსიმუმ იჯარა გაქაჩოს.
    ფანი [?]
    #2 26 მაისი 2021 23:21
    0
    ევერტონს გავატანოთ კაი მაყუთს გადაიხდიან ფულიაქვთ იცოცხლე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 მაისი 2021 23:00
    0
    არიქა ბიჯო,
    სავარაუდოდ, 30-45 შორის იტრიალებს სატრანსფერო თანხა