ბარსელონას ოფიციალური განცხადება UEFA-ს მიმართ

ბარსელონას ოფიციალური განცხადება UEFA-ს მიმართ

"ბარსელონა" დღეს, UEFA-ს მიერ დისციპლინური საქმის წარმოების დაწყებას ოფიციალური განცხადებით ეხმაურება.

UEFA სუპერ ლიგის სამი დამფუძნებელი კლუბის ("ბარსა", "რეალი", "იუვენტუსი") მიმართ გარკვეული სასჯელის დაწესებას აპირებს. შესაძლოა, საქმე აღნიშნული კლუბების ევროტურნირებიდან მოკვეთით დასრულდეს.

კატალონიური კლუბის მიერ გავრცელებული განცხადებას გთავაზობთ სრულად:

"ბარსელონა", მადრიდის "რეალი" და ტურინის "იუვენტუსი" ეწინააღმდეგებიან იძულების იმ დაჟინებულ ქმედებებს, რომელსაც UEFA მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის სამი უდიდესი კლუბის მიმართ იჩენს. UEFA-ს ასეთი დამოკიდებულება წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შემაშფოთებელ დარღვევას, რომელმაც UEFA-ს სუპერ ლიგის დამფუძნებელი კლუბების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან თავშეკავების ვალდებულება დააკისრა.

შესაბამისად, UEFA-ს მიერ დისციპლინური საქმის წარმოების დაწყება წარმოადგენს გაუგებარ ქმედებას და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობას, რომელიც ევროპის კავშირის მოქალაქეებმა დემოკრატიულ საწყისებზე შექმნეს. აგრეთვე, იგი წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილების მიმართ უპატივცემულობას.

სუპერ ლიგის შექმნის მიზანს ევროპულ ფეხბურთში არსებული სიტუაციის გაუმჯობესება წარმოადგენს. ჩვენ, UEFA-სთან დიალოგისთვის მუდამ მზად ვართ, რათა შევძლოთ სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესის ზრდა და გულშემატკივრებისთვის საუკეთესო სანახაობის შეთავაზება. ყველაფერი ეს განხორციელდეს მდგარი განვითარებისა და ერთიანობის საფუძველზე, იმ ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, რომელსაც ევროპული კლუბების უმეტესობა განიცდის.

აგრეთვე, UEFA, ნაცვლად ფეხბურთის განვითარებისთვის დიალოგში მონაწილეობისა, გვაიძულებს შევწყვიტოთ სასამართლო წარმოება, რაც პირდაპირი მანიშნებელია მის მიერ ევროპულ ფეხბურთში დამყარებული მონოპოლიისა. "ბარსა", "რეალი" და "იუვენტუსი", საუკუნოვანი კლუბები, არ შეურიგდებიან იძულებით და გაუსაძლის წნეხს და გამოხატავენ ურყევ სურვილს, ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, დისკუსიის დაწყებისა, რათა მიღებულ იქნეს ის უკიდურესად აუცილებელი ზომები, რომლებსაც დღევანდელი მსოფლიო ფეხბურთი საჭიროებს.

ჩვენ ან გარდავქმნით ფეხბურთს ან ყველანი ერთად ვიხილავთ მის გარდაუვალ დაღუპვას.

- წერია განცხადებაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 27 მაისი 2021 15:32
    1
    ციტატა: me da barca
    ბარსელონას ოფიციალური განცხადება UEFA-ს მიმართ

    ჩვენ ვიცინოთ და, თურმე რეალ სოსიედადი და ბეტისი ჩემპიონთა ლიგისთვის ახალ ფორმებს იკერავენ უკვე. ნაპოლიც გახარებული ყოფილა, მაყუთიც ისოვა და ლიგაზეც ითამაშებს.
    ფანი [?]
    #13 27 მაისი 2021 10:29
    0
    უეფამ თუ გაგვუბაბანა ფეხბურთელების (წამყვანი) უმრავლესობას დავკარგავთ, ისევ ჩვენ ვზარალდებით. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ლა ლიგა და სერი ა-ს კამანდაც კბილებს ილესავენ, კარგი ისაა, რომ ლა.ლოგაში რეალი და ბარსაა- ორივეს ერთად სეგუნდაში ვერ გაუშვებენ.
    ორი-სამის სეზონი უტრანსფეროდ. ლა მასოელების იმედზე დავრჩებით.ფაქტია ჩეფერინი არ იტყვის დავიხურეთ აწი თვქენ ითამაშეთო.
    [?]
    #12 27 მაისი 2021 10:12
    3
    ბოლო 3 წელია 1/8 ფინალის იქით აღარც იუვეა და არც რეალი ბარსა. წელს გაძვრა რეალი იღბალით. 0 ია სამივეს დონე და არაფერი ეტკინებათ ტურნირზე ეგ სამეული თუ არ იქნება. კია ზარალი მარა ამსამისთვის უფრო ვიდრე უეფასთვის. ეგ დიქტატურა რასაც შეიხების ნაყიდი კანტორა აკეთებს მიუღებელია მარა ფანები არიან ცოდოები თუ ჯარიმა აგვკიდეს. ან მოგვხსნეს. ამხელა მაფიას როგორ უნდა ეომო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 27 მაისი 2021 03:02
    0
    მაისში გადაწყდებაო ლაპორტამ და რითი ვერ შეკრიბა კლუბის წევრები თუ ვისაც უნდა დაეკითხოს, დარჩეს თუ დატოვოს ლა ლიგა?!
    ფანი [?]
    #10 27 მაისი 2021 02:24
    0
    ვინ რას უზავ სახელებს შეხედეთ უეფა მეტი არაფერი არაა ბარსა რეალი და იუვე ესენი როარა ევროპა ლიგაა და ეგაა
    ფანი [?]
    #9 27 მაისი 2021 00:33
    5
    მაგარი ჟილკიანი გუნდი ვიჩითებით მგონი :დ სხვა კლასია მაინც ლაპორტა
    წევრი [?]
    #8 26 მაისი 2021 23:34
    2
    ციტატა: პავლოვიჩი56
    შეიძლება ვცდები მაგრამ:
    ფიფა-უეფა-ს უკან სერიოზული ფინანსური ინსტიტუტები დგანან და არა მგონია მათ რამე დათმონ.რეალი-ბარსა-იუვე ცუდ სიტუაციაში არიან და უარესში აღმოჩნდებიან,თუ სწორ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.


    მაგ ფინანსურ ინსტიტუტებს პირველ რიგში არ აწყობთ ბარსა-რეალი-იუვეს გარეშე დარჩენა. ყველაფერი ფული და რეკლამაა. ცალ-ცალკე შეიძლება რომელიმე ერთს შეელიონ გინდა ბარსას და გინდა რეალს მაგრამ ორივე პლიუს იუვე რომ გააგდონ დიდი ფინანსური დარტყმა ექნებათ.

    ბარსა-იუვე-რეალმა ერთმანეთში რომ ითამაშონ დამიჯერე გაცილებით მეტ ფულს აიღებენ ვიდრე იქ იღებდნენ
    ფანი [?]
    #7 26 მაისი 2021 22:29
    1
    უეფას ტრაკი როქონოდა დღეს სიტი ფინალს ვერითამაშებდა ასერომ მითუმეტეს ბარსელონას რეალს და იუვეს ფეხები ვერმოჭამონ
    Culé [?]
    #6 26 მაისი 2021 22:28
    1
    უეფა ქმნის ტურნირს რომ ამ გუნდებმა იქ ითამაშონ, სულ არ არსებობდა არც ფიფა არც უეფა და გუნდები ჩემპიონატს ისედაც მართავდნენ და მატჩებს თვალს მაინც ადევნებდა ხალხი, ეს დრო ძაან თავისუფლად შეიძლება ისევ დაბრუნდეს, ასე რომ დაანებონ უეფას და ფიფას გაზულუქებულმა მმრათველობამ თავი უკანალის თამაშს და გუნდებს შესაბამისი პირობები შესთავაზონ, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითონ დარჩებიან გრანდების გარეშე და ბარსა-რეალის გარეშე მართლა ვერაფერს ვეღარ მიაღწევენ!
    გულშემატკივარი [?]
    #5 26 მაისი 2021 22:19
    0
    შეიძლება ვცდები მაგრამ:
    ფიფა-უეფა-ს უკან სერიოზული ფინანსური ინსტიტუტები დგანან და არა მგონია მათ რამე დათმონ.რეალი-ბარსა-იუვე ცუდ სიტუაციაში არიან და უარესში აღმოჩნდებიან,თუ სწორ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.
    ახალბედა [?]
    #4 26 მაისი 2021 22:12
    3
    კაი ერთი უეფაა თუ ვინცაა ენა დაიმოკლონ ჯობია ბარსას რეალს და იუვენტუს არაფერი დაუშავებია ვერც დასჯის რადგან ქომაგები გვერდში დაუდგებიან, ფეხბურთი უეფას არ ეკუთვნის ფეხბურთი მაყურებელს ეკუთვნის!!!
    --------------------
    MSN The Legendary Trio 💔💔💔😢😢😢. MSN Destroyed By Bartomeu And R.Koeman 😡😡😡🤬🤬
    წევრი [?]
    #3 26 მაისი 2021 21:53
    3
    Diana,
    უეფა ვერ მოჰკვეთს ბარსას, რეალს და იუვენტუსს ფეხბურთის სამყაროს... წინააღმდეგ შემთხვევაში თავად დასამარდება!..
    ფანი [?]
    #2 26 მაისი 2021 21:36
    1
    უეფა რა ტყუილად ცდილობს ერთი ადგილის თამაშს , შანსი არაა რეალი და ბარსელონა მოკვეთოს ლიგას , მიუხედავად კლუბების რთული მდგომარეობისა ხალხი მათ თამაშს ელის და არა პსჟ ან სიტის
    Culé [?]
    #1 26 მაისი 2021 21:24
    5
    uefa-თავის ჯიბეზე დარდობს მონოპოლიის დაკარგვა არ უნდა.