ლაპორტას მესისთან შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს

ლაპორტას მესისთან შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს

"ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის მომავალი თითქმის გადაწყვეტილია.

როგორც გამოცემა El Confidencial იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას 33 წლის ფეხბურთელთან შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს. წყაროს ცნობით, არგენტინელი "ბარსასთან" კონტრაქტს 2023 წლამდე გაახანგრძლივებს.

შეგახსენებთ, რომ მესის ამჟამინდელი ხელშეკრულება ზაფხულამდე მოქმედებს. ლეო "ბარსელონას" პირველ გუნდში 2004 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ მან "ბლაუგრანასთან" ერთად 34 ტიტული მოიგო. ლეო ასევე რეკორდსმენია "ოქროს ბურთების" რაოდენობითაც, რომელიც მან 6-ჯერ მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 მაისი 2021 15:52
    0
    ანუ, კონტრაქტს აგრძელებს? ეს კარგი, მაგრამ ხელფასზე რა ისმის? ლაპორტამ უთხრა: "ძმა ხარ და არ გაწყენინებო"?
    ფანი [?]
    #1 26 მაისი 2021 19:33
    0
    ეგ უკვე ცხადზე უცხადესია.აგუერო მოდის და ლეო წავიდეს?