ჯორჯინიო ვეინდალუმი: რეალი დიდი კლუბია, თუმცა ბარსელონას თამაშების ყურებას ვამჯობინებ

ჯორჯინიო ვეინდალუმი: რეალი დიდი კლუბია, თუმცა ბარსელონას თამაშების ყურებას ვამჯობინებ

ჯორჯინიო ვეინდალუმი კატალონიური კლუბის მიმართ გულგრილი არასდროს ყოფილა. Tribuna-მ ჰოლანდიელი მოთამაშის 2008 წლის ინტერვიუ გაიხსენა, რომელშიც იგი "ბარსელონას" აქებს და ამ გუნდში თამაშის სურვილსაც გამოთქვამს.

"ესპანეთში "რეალი" დიდებული კლუბია, თუმცა, როგორც ქომაგი, მე "ბარსელონას" თამაშის ყურებას ვამჯობინებ. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ოდესმე მსგავს კლუბში ვითამაშებ", - აღნიშნა ვეინდალუმმა Voetbal-თან საუბრისას.

ვეინდალუმმა კარიერა "ფეინორდში" დაიწყო და სწორედ რონალდ კუმანის ძმამ, ერვინმა მისცა შანსი პირველ გუნდში ეთამაშა. ჰოლანდიელი "ფეინორდის" ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე იყო - 16 წლისა და 148 დღის.

ჯორჯინიო ვეინდალუმს "ლივერპულთან" კონტრაქტი მომდევნო თვეში უმთავრდება და ფაბრიციო რომანოს ცნობით, იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით "ბარსელონას" შეუერთდება.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 მაისი 2021 15:55
    0
    მე მგონი 7 მილიოზე იყო ლაპარაკი.
    გულშემატკივარი [?]
    #4 26 მაისი 2021 19:33
    0
    La Pulga10,

    მიწერია სადაც ვნახე, რა 5-7 მილიონი გადაობ :დ მე სხვა რამე დავწერე აქ ტიპებმა დამიწერეს ალაბა უფასოდ იმიტომა რ მოვიდა რომ 20 მილიონი მოითხოვაო და სად ნახეს ეგ ინფო გადავქექე ყველა სპორტული საიტი რუსული ინგლისური და რეალში 10 მილიონდ და ბონუსიანა 12დათახმდა და აქ 20-25 მოითხოვაო. არ მგონია ასეთ მცირედზე იყოს საუბარი რადგან ინტერი 7 აძლევდა და გარანტირებულ ძIრიტადს პირდებოდა, მოკლედ ვნახოთ აბა რამდენი იქნება
    ფანი [?]
    #3 26 მაისი 2021 19:03
    0
    totti10,
    რას ლაპარაკობ ტო, სად ნახე ეგ უაზრობა. მესის უმცირებს ხელფასს ლაპორტა 30 მლნ მდე, რა ვეინალდუმს 20 მლნ ჰა 5-7 მლნ გადაიხადონ.
    გულშემატკივარი [?]
    #2 26 მაისი 2021 18:56
    0
    Bild-ის თანახმად, "რეკორდმაისტერი" სერიოზულად ფიქრობდა ნიდერლანდელი ცენტრალური ნახევარმცველის ტრანსფერის თაობაზე, მაგრამ კლუბის გეგმები ფინანსური საკითხის გამო აირია.

    საქმე ისაა, რომ "ლივერპულის" ჰავბეკმა "ბავარიას" მოთხოვა წელიწადში 20 მილიონი ევრო ხელფასის სახით. "ალიანც არენას" მკვიდრებისგან უარი მოვიდა.

    ჰოლანდიელი შუახაზელის სახელს უკავშირებდნენ მილანის "ინტერსაც", თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მის ერთადერთ მსურველებად კატალონიელები მოგვევლინენ.

    "ბლაუგრანასა" და ჯინის შორის ყველაფერი შეთანხმებულია და მისი ტრანსფერი მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიხურება.

    რავიცი აქ ზოგ ზოგიერთი წერს ძალიან დაბალ ხელფასზეა ტანახმაო, ალაბამ მოითხოვა 20 მილიონია არიქა ისა ესაო, ბაიერნი ამას მართლა წაიყვანა რომ ეთქვა დაბალი ხელფასი, ესეიგი გამდოის რომ ბარსელონა კაი ხელფას გადაუხდის ;)
    Culé [?]
    #1 26 მაისი 2021 18:04
    0
    ჯინი kissing_heart heart_eyes