ალბერტო მორენო: მეგონა, რომ ბარსაში კოუტინიო ახალი რონალდინიო გახდებოდა

ალბერტო მორენო: მეგონა, რომ ბარსაში კოუტინიო ახალი რონალდინიო გახდებოდა

"ვილიარეალის" ესპანელი ფეხბურთელი, ალბერტო მორენო, ყოფილი თანაგუნდელის, ფილიპე კოუტინიოს შესახებ საუბრობს.

მორენო "ლივერპულში", ბრაზილიელთან ერთად, 2014-2018 წლებში ასპარეზობდა. მისი თქმით, კოუტინიოს კარიერა ისე არ წარიმართა, როგორც იგი ელოდა.

როდესაც ფილიპე "ბარსელონაში" გადავიდა, ვფიქრობდი, რომ იგი "ახალი რონალდინიო" გახდებოდა და მისი მესისთან ერთად ხილვა საოცარი იქნებოდა. არ ვიცი, რა მოხდა, გაკვირვებული ვარ. "ბარსაში" თამაში რთულია. მენტალურად, ძლიერი უნდა იყო, რათა მსოფლიში საუკეთესოს გვერდით თამაში შეძლო. 

მე მაინც ვფიქრობ, რომ მათ შორის, ვისთან ერთადაც მითამაშია, კოუტინიო საუკეთესოა. იგი ისეთ რამეებს აკეთებდა, რაც მხოლოდ მას შეეძლო. ვარჯიშებზე საოცრებებს სჩადიოდა, ბურთს ზუსტად იქ სვამდა, სადაც წინასწარ იტყოდა. მას ყველაფერი შეეძლო.

- ამბობს მორენო The Guardian-თან ინტერვიუში.

დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, მორენოს, "ყვითელ წყალქვეშა ნავთან" ერთად, ევროპა ლიგის ფინალი ელის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 27 მაისი 2021 02:26
    1
    ოცნებების ჩაფლავება ქვია კოუტინიოს.
    ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი, თუმცა კი დაგვამახსოვრა, დუბლი შეუსრულა იმ გუნდს, რომლის რიგებშიც ჩაატარებდა მომდევნო მატჩს.
    ფანი [?]
    #5 26 მაისი 2021 20:00
    4
    რონალდინიოს ნაირი ვერავინ იქნება ❤
    წევრი [?]
    #4 26 მაისი 2021 18:33
    1
    მაინც მგონია, რომ ვალვერდეს ბრალია, ტიპმა მენტალურად მოკლა კოუ, ვინგერად ათამაშებდა უმეტესად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 მაისი 2021 17:49
    2
    სრული ანომალია გამოდგა კოუ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 26 მაისი 2021 17:44
    7
    ამის რონალდინიობა არასდროს მიფიქრია, მარა შორეული დარტყმების და საჯარიმო ხაზთან გააზრებული შეტევების პრობლემა რომ მოგვეხსნებოდა ნამდვილად ვფიქრობდი. თუმცაღა ფიქრი როდი ყოფილა მართალი :D ისე მე მაინც ვთვლი რო კოუტინიოს კოშმარული რეგრესი მისმა არასწორ პოზიციაზე თამაშა გამოიწვია, როჟა ერთ სეზონში მენტალურად გააპარტახა ვალჩაჯმამ
    რედაქტორი [?]
    #1 26 მაისი 2021 17:16
    4
    ეგეც სასწრაფოდ გასაყიდია სანამ უფასოდ არ იქნა გასაშვები..
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    No Country for Old Men ❤️

    R e t i r e d