ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 25 მაისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 25 მაისს მოხდა.
თამაშები
25 მაისს "ბარსელონას" 10-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 8 მატჩი მოიგეს, 0 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1918 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ორასიო კაზარინი.
1924 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ისტვან ნიერსი.
1947 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ლუის პუჟოლი. 1964-1973 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 90 თამაში ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა. კატალონიურ კლუბთან ერთად მან 2 ესპანეთის თასი და 2 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მოიგო.
1947 წელი
"ტარაგონასთან" სტუმრად გამართული შეხვედრა (2-3) "ბარსელონასთვის" ესპანეთის თასზე მოგებული მე-100 თამაში გამოდგა.
1952 წელი
ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონამ" "ვალენსიასგან" გოლი მე-17 წამზე გაუშვა, მაგრამ თამაში 4-2 მოიგო და თასის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.
1958 წელი
ესპანეთის თასზე "ბარსელონამ" "სარაგოსა" 8-0 გაანადგურა. გოლები კუბალამ (3), ეულოხიო მარტინესმა (2), ლუის სუარესმა (2) და ტეხედამ გაიტანეს.
1966 წელი
ბაზრობათა თასზე "ბარსელონამ" "ჩელსი" 5-0 გაანადგურა. გოლები რიფემ (2), ფუსტემ (2) და საბალიამ გაიტანეს.
2012 წელი
პეპ გვარდიოლას მწვრთნელობის დროს ჩატარებულ ბოლო თამაშში "ბარსამ" "ბილბაო" ესპანეთის თასის ფინალში 3-0 დაამარცხა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]