"ბლაუგრანას" 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო გამტანები

"ბლაუგრანას" 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო გამტანები

"ბარსელონასთვის" 2020/21 წლების სეზონი დასრულდა, გუნდის ბომბარდირად კი ლიონელ მესი მოგვევლინა. არგენტინელმა ყველა ტურნირზე ერთად 38 გოლის გატანა მოახერხა. მანვე აიღო კარიერაში მერვე პიჩიჩი ლა ლიგაში გატანილი ყველაზე მეტი გოლისთვის.

ლიონელ მესის შემდეგ "ბარსელონას" საუკეთესო გამტანი ანტუან გრიზმანია 20 გოლით, მასვე მოჰყვება უსმან დემბელე 11 გოლით და მარტინ ბრეუთუეიტი 7 გოლით. ასევე 7-ჯერ აიღო მეტოქის კარი ფრენკი დე იონგმა. ჟორდი ალბამ და ანსუ ფატიმ კი მოწინააღმდეგეებს 5-5 გოლი გაუტანეს.

სერხიო ბუსკეტსმა, მირალემ პიანიჩმა, სამუელ უმტიტიმ, კონრად დე ლა ფუენტემ, მათეუს ფერნანდესმა და კარლეს ალენიამ კი სეზონი უგოლოდ დაასრულეს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 მაისი 2021 16:22
    0
    დემბელემ სად მოასწრო ამდენის გატანა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 მაისი 2021 09:39
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    ეეხ ფატი ნეტა მთელი სეზონი გვყოლოდა ვინ იცის რა იქნებოდა იმ გადამწყვეტ მატჩებში

    დარწმუნებული ვარ გრიზმანს არ ჩამორჩებოდა გოლების რაოდენობით.დამტვრევამდე ბომბარდირი იყო გუნდის
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 25 მაისი 2021 08:52
    2
    ეეხ ფატი ნეტა მთელი სეზონი გვყოლოდა ვინ იცის რა იქნებოდა იმ გადამწყვეტ მატჩებში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 25 მაისი 2021 08:47
    2
    არაუხომაც გაიტანა 2 თან რა გოლები❤❤
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "