ბარსელონა რობინ გოსენსით ინტერესდება | Sport1

ბარსელონა რობინ გოსენსით ინტერესდება | Sport1

Sport1-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონა" "ატალანტას" მარცხენა მცველით, რობინ გოსენსით ნამდვილად ინტერესდება, თუმცა, ამ ეტაპისთვის, სხვა დეტალები ცნობილი არაა.

წყაროს თანახმად, იტალიურს კლუბს შეუძლია, 26 წლის ფლანგელს კონტრაქტი 2023 წლამდე გაუხანგრძლივოს - მისი ამჟამინდელი ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისს იწურება.

"ლურჯ-ბროწეულისფერებს" გერმანელი ფეხბურთელის შეძენა დაცვის მარცხენა ხაზის გასაძლიერებლად სურთ, ვინაიდან, დიდი ალბათობით, მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს ჟუნიორ ფირპო დატოვებს, ჟორდი ალბამ კი კარიერის საუკეთესო წლები უკან მოიტოვა.

გერმანელ-ნიდერლანდელი როგორც მარცხენა მცველად, ასევე მარცხენა ნახევარმცველად თამაშობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 მაისი 2021 16:52
    0
    გერმანელ-ნიდერლანდელი როგორც მარცხენა მცველად, ასევე მარცხენა ნახევარმცველად თამაშობს.
    ეს რაღაც ახალია, ზუსტი წარმოშობა ციციმაც კი არ იცის?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 მაისი 2021 00:12
    2
    ეს გაია და ანხელინიო კარგი ვარიანტებია
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 მაისი 2021 23:56
    0
    ჟოან მირანდა არ ბრუნდება?! barca-6
    Culé [?]
    #1 24 მაისი 2021 23:45
    0
    ჯობს ბალდე დავაწინაუროთ , ალბას ვერავინ ვერ ამოაგდებს სანამ მესია გუნდში :)