ლიონელ მესის ყველა მნიშვნელოვანი სტატისტიკა 2020/21 წლების სეზონში

ლიონელ მესის ყველა მნიშვნელოვანი სტატისტიკა 2020/21 წლების სეზონში

ლიონელ მესიმ "ბარსელონაში", შეიძლება ითქვას, მორიგი წარმატებული სეზონი ჩაატარა. არგენტინელი ფეხბურთელი ლა ლიგის რამდენიმე სტატისტიკაში უპირობო ლიდერია. გთავაზობთ ყველა საინტერესო სტატისტიკას:

გოლები (30)

"ბლაუგრანას" ათიანმა 30 გოლის გატანა მოახერხა და ლა ლიგის ბომბარდირი ზედიზედ მეხუთედ გახდა. მთლიანობაში, მან საუკეთესო ბომბარდირის ტიტული 8-ჯერ მიიღო. 

ყველაზე მეტი ზუსტი ზუსტი დარტყმა (91)

ლეომ კარისაკენ ბურთი ზუსტად 91-ჯერ გაუშვა. მის უახლოეს მდევარს, ქარიმ ბენზემას 55 ზუსტი დარტყმა აქვს.

ყველაზე მეტი დარტყმა მთლიანობაში (196)

პრიმერა დივიზიონის აწ უკვე გასულ სეზონში ლეომ კარისაკენ ყველაზე მეტჯერ - 200-ჯერ დაარტყა. მეორე პოზიციას კვლავ ბენზემა იკავებს - 123 დარტყმით.

გოლები ჯარიმებიდან (3)

ლეომ 2020/21 წლების სეზონში ჯარიმა გოლად 3-ჯერ აქცია და ამ მხრივ, ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით, 50-გოლიან ნიშნულს მიაღწია.

ძელზე ბურთს გარტყმა (8)

მესი ახლოს იყო, რომ 30 გოლზე მეტი გაეტანა, თუმცა, მან ძელს ბურთი 8-ჯერ მოარტყა. 

ყველაზე მეტი შექმნილი შანსი (77)

ლეოს მხოლოდ ყველაზე მეტი გოლი არ გაუტანია - მან ყველაზე მეტი შანსი შექმნა (77). შემდეგ მოდიან: დავიდ ფერეირო 73, კროოსი 67, ნავასი 64, ასპასი 62.

ყველაზე მეტი დრიბლინგი (159)

ლეომ სულ 261 დრიბლინგი განახორციელა, თუმცა აქედან წარმატებული 159 აღმოჩნდა. 

ყველაზე მეტი დარტყმა დრიბლინგის შემდეგ (62).

დრიბლინგი და დარტყმა - ეს ნამდვილად ლიონელ მესის სტილია. ასე არგენტინელი 62-ჯერ მოიქცა, რაც საუკეთესო შედეგია. 


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 მაისი 2021 16:59
    1
    მესი ახლოს იყო, რომ 30 გოლზე მეტი გაეტანა, თუმცა, მან ძელს ბურთი 8-ჯერ მოარტყა.
    სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული. ისე ურტყავს, რო მეკარეს შანსს არ უტოვებს, მაქსიმალურად შორ კუთხეში

    ციტატა: Iniesta_8
    ყველაზე მეტი დარტყმა დრიბლინგის მერე ძაან მნიშვნელოვანი სტატისტიკაა... არ ჯობდა ასისტების რაოდენობა დაგეწერათ?

    რატომ? დემბელე მაგალითად დრიბლინგის მერე დარტყმას კი არა ბურთს ვეღარ პოულობს ხოლმე.
    ფანი [?]
    #3 25 მაისი 2021 07:47
    2
    მისი ცუდი ვერსიაც კი ბევრისთვის სანატრელია 💙❤💙❤ აი რატომააა მესი მესი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 მაისი 2021 23:45
    3
    ბოლო ორი სეზონი არის ყველაზე ცუდი სეზონი ლეოს კარიერაში და მაინც, რომ ყველას ჯობია.
    Culé [?]
    #1 24 მაისი 2021 23:10
    0
    ყველაზე მეტი დარტყმა დრიბლინგის მერე ძაან მნიშვნელოვანი სტატისტიკაა... არ ჯობდა ასისტების რაოდენობა დაგეწერათ?