სამუელ უმტიტის ბარსელონას დატოვება არ სურს

სამუელ უმტიტის ბარსელონას დატოვება არ სურს

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ცენტრალური მცველი სამუელ უმტიტი კატალონიური კლუბიდან წასვლას არ განიხილავს.

წყაროს ცნობით, უმტიტის მიზანი "ბლაუგრანაში" დარჩენაა. 27 წლის უკანახაზელი გრძნობს, რომ საუკეთესო ფორმა დაიბრუნდა და გუნდის შემადგენლობაში ადგილის დაბრუნება შეუძლია. ფრანგი მოთამაშე ბოლო ტრავმის მორჩენის შემდეგ დღეში ორჯერ ვარჯიშობდა, რისი წყალობითაც მანდ 3-4 კილოგრამი დაიკლო. ჩანს, რომ სამუელი მოტივირებულია და დანებებას არ აპირებს.

იმავე წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად უმტიტის სურვილისა, იგი "ბარსადან" წამსვლელთა სიაში შედის, თუმცა კატალონიელებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონის ტრანსფერის თაობაზე შემოთავაზებები ჯერ არ მიუღია.

სამუელ უმტიტიმ 2020/21 წლების სეზონში მონაწილეობა 16 მატჩში მიიღო და მოედანზე მხოლო 827 წუთი გაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #12 25 მაისი 2021 09:17
    1
    ფუ როგორ შემზიზღდა. დაივიწყეთ წელს ცენტრალური მცველი. ორი კაი მცველის საკმარი ხელფასი აქვს. შეუმცირონ მაინც
    Culé [?]
    #11 24 მაისი 2021 23:00
    1
    ფორმის დაბრუნებას კიარ გრძნობს ))) გრძნობს რო კაია კარგი ხელფასი, თუნდაც იყოს სკამზე ))) და შესაძლოა ამ სკამიდან უფრო მეტი ტიტული მოიგოს ვიდრე სადმე წასვლით...))) სადმე წავა და ძირითადის კაცი იქნება? ))) სხვაგან სკამზე ჯდომას იასნა ჯობია ბარსელონას სათადარიგოზე ჯდომა...ესე მგონია მე,ნისე კი ღმერთმა ხელი მოუმატთოს და დაიბრუნოს ძველი ფორმა, არ მეწყინება ნამდვილად....
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 24 მაისი 2021 22:43
    0
    აი ნახეთ, გაისად გამოვა და ბეკენბაუერი-ნესტა-ბარეზი-ბობი მური რომ შეაერთო, იმ დონეზე ითამაშებს და საჯარიმოს წინ გაუვალ კედელს ამოაშენებს, თქვა და იზამს აბა რა...
    დავიძინოთ და ვნახავთ, რომ მართლა ასე ქნა, რომ ბავარიას, რეალს, სიტის და პსჟ-ს თან 8:0, 7:0, 5:0 და 6:0 ანგარითებით მორჩა და ლიგის საუკეთესოდ სამუელა დასახელდა smiley smiley smiley smiley
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 24 მაისი 2021 22:38
    0
    ადრეც ვამბობდი, რომ ეს იქნება მოუშორებელი ჭირი
    გულშემატკივარი [?]
    #8 24 მაისი 2021 19:07
    2
    ესენი უბერავენ წასვლა არ უნდა მაგარია შემოგზავნილია 😂 უნდა გაიტყუო ბაზიდან და მერე კარები აღარ გაუღო 😂 წაიღო ჩემი ნერვები😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 24 მაისი 2021 18:15
    0
    დაიკლოს მაშინ ხელფასი არ სურს კარგია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 24 მაისი 2021 18:07
    4
    scream scream scream
    აი ნამუსიც ძალიან კაი საქონელია მართლა და მართლა!!!
    26-27 წლის ასაკში პიკე რომ პიკეა, ბდღვნიდა და პუტავდა!!!!
    ეხლა დაბერდა და დაემსგავსა ლენგლეს, თორე თქვენხელა რომ იყო?!?!?!??!
    გრიზმანის გარდა არც ერთ ფრანგს არ გავაჩერებდი! იმასაც იმის გამო, რომ კლასი აქვს და ბევრს შრომობს, მნიშვნელოვანი გოლები გააქვს და დისციპლინა-წესრიგი არ ეშლება, რის გამოც პატივისცემა ეკუთვნის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 24 მაისი 2021 17:30
    2
    კუმანსაც გავარტყი ლენგლეს ასეთი საზიზღარი თამაშის ფონზე მეტი დრო რო არ მიცა, გვენახა რას იზავდა 4-5 მატჩს რო გადააბავდა და არა ესე საუკუნეში ერთხელ, თუ მიახწევდა იმ დონეს ჩვენ რო გვაწყობს ხო კაი თუ არა და მსურველი მაინც გამოუჩნდებოდა აბა უთამაშებელი ვის რა ფეხებად უნდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 მაისი 2021 16:57
    0
    არ სურს და დაიკლოს ხელფასი, მსოფლიო ეკონომიკა ღრმა კრიზისშია და ამას ბარსაში მოუნდა თბილი ცხოვრება და კარგი ხელფასი, მერე რა რო მოედანზე ორი წელია არაფერი გაუკეთებია.
    ფანი [?]
    #3 24 მაისი 2021 16:55
    2
    ყველას ძაან გვინდა დაიბრუნოს ისევ ის ფორმა,მაგრამ ძაან გამორიცხულია ეგ ჩემო ძმაო😐გაიკეთე უკან ის მუნდიალის თასი❤
    Culé [?]
    #2 24 მაისი 2021 16:46
    1
    ოღონდ ამან ის ფორმა დაიბრუნოს რაც ტრავმამდე ქონდა და დარჩეს. მარა ძაან მეეჭვება ამის ფორმის აღდგენა ამიტომაც წავიდეს, ზარალია!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #1 24 მაისი 2021 16:36
    3
    რატო ენდომება, საადვმყოფოში წოლისთვის მილიონებს უხდიან. ამ ზაფხულშივე უნდა გააგდონ თუნდაც უფასოდ.