ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 24 მაისი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 24 მაისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 24 მაისს მოხდა.

თამაშები

24 მაისს "ბარსელონას" 10-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 8 მატჩი მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1959 წელი

ესპანეთის თასზე "ბარსელონამ" "ბეტისი" სტუმრად 6-0 გაანადგურა. 4 გოლი კოჩიშმა გაიტანა, ხოლო თითო მარტინესმა და სეგარამ.

1984 წელი

ტერი ვენეიბლზი "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. კატალონიურ კლუბში გატარებული 3 წლის განმავლობაში მან ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის ლიგის თასი მოიგო, ხოლო 1986 წელს მისი გუნდი ჩემპიონთა თასის ფინალში დამარცხდა.

1992 წელი

ლა ლიგის გასვლით მატჩში "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" 6-0 გაანადგურა. გოლები სტოიჩკოვმა (2), ნადალმა (2) და კუმანმა (2) გაიტანეს.

1997 წელი

"ბარსელონას" მაისურით გამართული ბოლო თამაშის ბოლო წუთზე რონალდომ "დეპორტივო" გაუტანა და "ბლაუგრანას" 1-0 მოაგებინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 მაისი 2021 13:52
    0
    24 მაისს "ბარსელონას" 10-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 8 მატჩი მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.
    არ ყოფილა მთლად დათარსული დღე.