ფეხბურთელები რონალდ კუმანზე გაღიზიანდნენ

რონალდ კუმანის გულწრფელობის დონე მისი დიპლომატიის უკუპროპორციულია. რთულია, ჰოლანდიელზე თვითკრიტიკული ადამიანის პოვნა, თუმცა ხშირად ეს უარყოფითად უბრუნდება. ამ სეზონში კუმანი სათქმელს ყოველგვარი თვალთმაქცობის გარეშე ამბობდა და ამას თავისი შედეგებიც მოჰყვა.
"ეიბართან" მატჩის შემდეგ კუმანმა აღნიშნა, რომ იგი "ბარსელონასთვის" საუკეთესო მწვრთნელი არ არის. ასევე, ჰოლანდიელმა შემადგენლობაც გააკრიტიკა და თქვა, რომ ფეხბურთელები "ბლაუგრანას" დონის არ არიან და შესაბამისად ვერ თამაშობენ.
Sport-ის ინფორმაციით, ამ განცხადებებმა ფეხბურთელების გაღიზიანება გამოიწვია და ბასკეთიდან დაბრუნებისას გუნდში დაძაბული აურა სუფევდა. რამდენიმე დღის წინ კუმანი იმ მოთამაშეთაგან ითხოვდა პატივისცემას, რომლებშიც თავად შეიტანა ეჭვი და ეს საჯაროდაც გამოხატა. გუნდში მიიჩნევენ, რომ ჰოლანდიელის საქციელი არასწორი და საერთო ინტერესებისთვის საზიანო იყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 28 ]