ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 23 მაისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 23 მაისს მოხდა.
თამაშები
23 მაისს "ბარსელონას" 10-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 6 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1948 წელი
ისტორიკოსის (Torneo Historicos) ამხანაგურ ტურნირზე "ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" 1-0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ამორესმა გაიტანა.
1972 წელი
გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი მეკარე ლუის ბრუ.
1975 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მეკარე ფრანსესკ არნაუ. 1996-2001 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 36 თამაში ჩაატარა. არნაუმ კატალონიურ კლუბში 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1987 წელი
"კამპ ნოუზე" გამართულ "ელ კლასიკოში" "ბარსელონამ" 2-1 მოიგო. მასპინძელთაგან გოლები გარი ლინეკერმა და რობერტო ფერნანდესმა გაიტანეს.
2005 წელი
გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი მცველი სიგფრიდ გრასია.
2009 წელი
"ოსასუნასთან" საკუთარ კედლებში 0-1 წაგებულ მატჩში 17 წლისა და 57 დღის მარკ მუნიესას დებიუტი შედგა. ცენტრალური მცველი "ბარსას" ისტორიაში მე-2 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. იმავე მატჩში მუნიესამ წითელი ბარათიც მიიღო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]