რონალდ კუმანი ეიბართან მატჩის შემდეგ

რონალდ კუმანი ეიბართან მატჩის შემდეგ

ლა ლიგის დასკვნითი ტურის მატჩში "ბარსელონამ" "ეიბარი" სტუმრად მინიმალური სხვაობით დაამარცხა. ერთადერთი გოლის ავტორი ანტუან გრიზმანი გახდა.

თამაშის დასრულების შემდეგ კომენტარი რონალდ კუმანმაც გააკეთა. ნიდერლანდელმა სპეცილისტმა განვლილი სეზონი მოკლედ შეაფასა და "ატლეტიკოს" ჩემპიონობა მიულოცა.

"დღეს ჩვენ ის გავაკეთეთ, რაც ცოტა საგოლე მომენტისა და არც თუ ისე ლამაზი თამაშის ფონზე უნდა გაგვეკეთებინა. რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით, მაგრამ ვიცით, თუ რა არის ჩვენი ძლიერი მხარეც. მინდა გამოვარჩიო, ის ენერგია და მობილიზება, რაც გუნდმა რთულ პერიოდში გამოავლინა."

"ვულოცავ "ატლეტიკოს" ასეთ სეზონს. ისინი ჩემპიონატს ყველაზე დიდხანს ლიდერობდნენ, მათ კარგად დაკომპლექტებული გუნდი ჰყავთ და ჩვენც აუცილებლად უნდა მივულოცოთ."

"არ ვფიქრობ, რომ ეს "ბარსაში" ჩემი ბოლო მატჩი იყო. მე კლუბთან ისევ კონტრაქტი მაკავშირებს, თუ გუნდში რაიმის ცვლილებას დააპირებენ, ამისთვის უნდა გამესაუბრონ."

"ჩემთვის ეს შემადგენლობა სათანადო დონეს არ აკმაყოფილებს. ეს ბევრმა აქ მყოფმაც კარგად იცის. შემადგენლობას აშკარად გაუმჯობესება სჭირდება."

"ეს არ იყო საუკეთესო სეზონი, მაგრამ არც ყველაზე ცუდად შეიძლება ჩაითვალოს. გარდამავალ სტადიაში მყოფი გუნდისაგან რთულია, სეზონში ორი ტიტულის მოპოვება მოითხოვო."

"ბარსელონას" მომავალი მწვრთნელის პოსტზე ბევრმა კანდიდატურამ გაიჟღერა. რა ბედი ელის რონალდ კუმანს და დარჩება თუ არა ის კატალონიურ გრანდში, ამას ცხელი ზაფხული გვიჩვენებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #25 23 მაისი 2021 18:30
    0
    ana anukii,
    და რა ჩემი ფეხები მოიგო წელს ზიდანმა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #24 23 მაისი 2021 13:41
    0
    "ეს არ იყო საუკეთესო სეზონი, მაგრამ არც ყველაზე ცუდად შეიძლება ჩაითვალოს. გარდამავალ სტადიაში მყოფი გუნდისაგან რთულია, სეზონში ორი ტიტულის მოპოვება მოითხოვო."
    ეს მართლა ვერ არის, რა არის რთული? ჩემპიონობის შანსი 4 ტურის წინ თასზე დადებული მოგიტანეს, უნდა მოგეგო ყველაზე სუსტი სამი გუნდისთვის და მორჩენილი იყო საქმე. ამ საკითხზე გუშინ კომენტატორმა მაგრა იხუმრა, როცა რეალმა და ატლეტიკომ მიმდევრობით გაუშვეს პირველი გოლები: "მე მგონი წელს ლა ლიგის მოგება მართლა არავის უნდაო" და ის კარიკატურები გამახსენდა ზიდანიც, სიმეონეც და კუმანიც რო ლიგის თასს ერთმანეთს უგდებენ, თითქოს თავიდან იცილებენო.
    Culé [?]
    #23 23 მაისი 2021 03:12
    5
    სპარტაკი,
    რეალის შემადგენლობას გადახედე რა გუნდი ყავთ მერე ჩვენსას და მერე ისე თქვი მართალია კუმანიო. ზიდანი 7 კაცს ძლივს არჩევდა ძირითადში სათამაშოდ და შეხვედრებს მაინც იგებდა კაი რა...
    ფანი [?]
    #22 23 მაისი 2021 02:57
    6
    ბევრს არ გსურთ და გაშვება გინდათ მაგრამ თუ სწორათ გაიაზრებთ არაფერს არ ამბობს ტყვილს რა შეუცვალეს და ვინ დაუმატეს დესტი? ... კარგით რა კარგად მახსოვს თქვენი კომენტარები იქნებ ეს სეზონი როგორმე გადავაგოროთ და მერე იქნებ რამე შეიცვალოსო.. განადგურებული და ჩამოშლილი როგორც ხელმძღვანელობა ასევე გუნდი და ფეხბურთელები გაქცევის პირას, ასევე გულშემატკივარიც რომლებიც საერთოდ სეზონის ყურებასაც არ აპირებდით ეხლა გამოდგებით და დიდი გამოცდილი მწრვთნელი ან პრეზიდენიტივით საუბრობთ მიკვირს მართლაც წინა სეზონები გადახვევით უყურეთ თუ გამოტოვეთ.. ერთადერთი რაც არ ეპატიება ის არის რომ სუას გაშვებაში მასაც დიდი როლი აქვს ნათამაშები.. და გული მწყდება ასე დაუფასებლად რომ გაუშვეს.. და აქ კიდევ ბევრი მახსოვს დემბუსი და ერთი ამბავი რომ გქონდათ ატეხილი სადახართ ერთი ის ხალხი ტიპი მაზილაობს და კიდევ მის იმედზე ვართ.. გრიზმანს რაც შეეხება მიუხედავად თუ იმ დონეს ვერ აჩვენებს და არ მიუდის თამაში როგორც ჩვენ გვსურს. ძალზედ მშრომელი და თავდაუზოგავია... რაც მესის დუეტში ჩანს კიდეც.. რამდენი შეთამაშებული ფორვარდებია და ისინი ვერ ეწყობიან ასე და ვერ დებენ ასეთ შედეგს რაც მესის და გრიზმანს აქ სტატისტიკურად. პლიუს ამას რამხელა შავ სამუშაოს წევს .. ლენგლე რომ გეყოლება და პიკეს ნორმალური შემცვლელი ამ დრომდე რომ ვერ მოიძებნა, ბრეთვეიტის შემოყვანა რიმ გიწევს მიუხედავად იმისა რომ ყველამ ვიცით არანაირი გადამწყვეტი როლის თამაში არ შეუძლია... დეიონგსა და მსგავს ფეხბურთელებს უბრალო მატჩის დროსაც რომ ვერ ასვენებ და ყველა პოზიციაზე თანგავ.. რასაც მიაღწია წელს კუმანმა არ არის დასაფასებელი?... და თუ კუმანის ბრალია 15 ფეხბურთელი ტრანსფერზე რატომ დგას ეს ამიხსენით... და ბევრი კიდე რომ ვერ მოეგო ატლეტიკოს სუარესსაც მიალანძღავდით. სანამ სუას გაუშვებდნენ თითვეულ ჩაგდებულ თამაშში ამკობდით მაშინ არ გახსოვდათ მისი ღვაწლი ბარსას მიმართ... ეხლა კიდე ვისაც ეკუთვნის იმან მიიღოს გულის სიღრმეში რომ იცის სიმართლეს ვიძახი.. და ნუ გამომიხტება ჯუმბერიკოები და დემბელეს მოყოლილი ფანობა...
    ფანი [?]
    #21 23 მაისი 2021 00:29
    6
    ეს რავა ჩვენი "პოლიტიკოსებივით" წაგებულ -ჩაოხრებულს საქმეს მოგებად აფასებს. აბსოლიტური უზნეო -თახსირია. მარტო სუას ცრემლებისთვის შენი ოჯახი მოიკითხა მიხოს ვირმა და იმისიც ვინც დაგტოვოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #20 23 მაისი 2021 00:20
    5
    სელტასთან და გრანადასთან რომ მოგებული თამაშები არ წაეგო
    ლევანტესთან რომ მოგებული არ გაეგორებინა ფრედ და კადისთან მოგებული რომ არ გაენიავებინა
    აი ასე მარტივად ხდებოდა ჩემპიონი, მაგრამ....
    აი რატომაა გასაშვები, უბრალოდ მოახერხა შეუძლებელი ტიპმა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #19 22 მაისი 2021 23:45
    7
    ფუ შენი... ამ კაცმა ჩემს თვალში ყველანაირი პატივისცემა დაკარგა. რას იხვეწები შე არაკაცო, შენი კონტრაქტი გაიკეთე უკან.
    Culé [?]
    #18 22 მაისი 2021 23:37
    3
    ფონტასი ფიროსმანის და სხვა უამრავის არ იყოს, მხოლოდ მაშინ დავაფასეთ რომ აღარ არის ჩვენს გვერდში :D

    როჟამ, ყველაფერი რომც მოიგოს მაინც გავაგდებო და ახლა მემგონი დაადუღებდა ბეტონმეშალკათი :D
    Culé [?]
    #17 22 მაისი 2021 23:28
    3
    ფუჰ შე უთავმოყვარეო ხისთავა
    Culé [?]
    #16 22 მაისი 2021 23:27
    2
    ციტატა: C.PC5
    მეეჭვება ლაპორტამ დაგტოვოს დიდი პატივისცემის მიუხედავად😒 არ ვიცი რა იქნება, ვის მოიყვანენ ან საერთოდ გაუშვებენ თუარა კუმანს, მაგრამ ერთი რამ ცხადია მარტო მწვრთნელზე აღარ უნდა გადატყდეს ჯოხი და ყველას თავისი ადგილი მიუჩინონ როგორც მოედანზე ასევე სკამზე!

    ხოდა, ზუსტად მწვრთნელის საქმეა, რომ თითოეულ ფეხბურთელს მისი გასაკეთებელი საქმე გასაგებად აუხსნას და მოედანზე თავისი ადგილი მიუჩინოს.. ამისთვის კი გუნდში დიდი ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს და მის სიტყვას კიდევ ფასი! wink wink wink
    ფანი [?]
    #15 22 მაისი 2021 23:20
    3
    ნუ ფაქტია ლელნგლე მინგესა უმტიტით გუნდი რო ვერ გაფრინდებიდა ... გუნდს ჭირდება დაცვის ხაზი !!!

    კლოპმა რა მოიგო წელს ????? არ ყავდა ვან დეიკი და ჩემპიონთა ლიგაზე მეკარემ გაიყვანა გუნდი .... ხოდა ზემოთ ნახსხსენები ტიპები ისევ თუ იქნებიან დაცვის ხაზში მომავალ სეზონში კოპაც ვეღარ დაიდება და ეგააა ....
    Culé [?]
    #14 22 მაისი 2021 23:19
    5
    ეს მატჩი და წლევანდელი სეზონის შემადგენლობა დაიმახსოვრეთ. გაიწმინდება საბოოლოდ გუნდი. იმედი მაქ!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 22 მაისი 2021 23:15
    7
    ააცვი ხვალვე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #12 22 მაისი 2021 23:14
    4
    გააჯვი კუმანნნნნნნ
    Culé [?]
    #11 22 მაისი 2021 23:04
    7
    რა საზიზღარია ტიპი პროსტა((((((((((((((ზიდანს ვინ ყავდა შე ჩემისავ კინაღამ ბოლო წამზე ჩემპიონები გახდნენ

    სუარესი მე გავუშვი?!ლაპორტა იმედია არ გამოსირდება და ამას არ დატოვებს,კაცმა რომელმაც 9იანი მაისური ბრეიტვაითს ჩააცვა))))
    ფანი [?]
    #10 22 მაისი 2021 23:02
    5
    "არ ვფიქრობ, რომ ეს "ბარსაში" ჩემი ბოლო მატჩი იყო. მე კლუბთან ისევ კონტრაქტი მაკავშირებს, თუ გუნდში რაიმის ცვლილებას დააპირებენ, ამისთვის უნდა გამესაუბრონ."

    Ამას ნამუსიც დაუკარგია
    Ამ კლუბი ლეგენდას რო გაგადებენ მაგარი ტეხავს ᲨენიᲗ უნდა მოგეფიქრებია და მᲨვიდად დაგეტოვებინა გუნდი

    Ახლა Შემადგენლობაზე დაიწყო წუწუნი
    Ბოლოს და ბოლოს კადისზე და ლევანტეზე კარგი Შემადგენლობა არ გყავს მაგაᲗვის მაინც რო მოგეგო
    Culé [?]
    #9 22 მაისი 2021 23:02
    2
    კუმანი სეზონის ბოლო მატჩის შემდეგგ :DDDD

    My Webpage
    ფანი [?]
    #8 22 მაისი 2021 23:01
    4
    ნამუსიც კაი საქონელიაო რა ტიპი როგორ იმართლებს თავს იმედია მალე გააგდებენ ამას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 22 მაისი 2021 23:01
    5
    ნახევარ სიმართლე ძალიან ცუდი რამეა...
    კი, პიკე, ლენგლე, რობერტო, დესტი, ალბა, ფირპო, ბუსი, დემბელე, ბრაითვაიტი, პიანიჩი, კოუტინიო, ტრინკაო ვერ იყვნენ სათანადო სიმაღლეზე, არაუხოს ტრამვები და მინგესას გამოცდილება უშლიდა ხელს, გრიზმანს რაღაც--რაღაცები, პედრის გადაღლა, მორიბას გამოუცდელობა, ფატის ტრამვა და პუჩის მწვრთნელი...
    მაგრამ თვითონაც ბევრ რამეში დამნაშავეა და რეორგანიზაცია ის იქნება, რომ გასაშვებ 7-10 კაცს თავად უნდა ჩაუდგეს სათავეში და ჩუქუ-ჩუქუ წინ.... ნახ ჰაუზე barca-6
    Culé [?]
    #6 22 მაისი 2021 22:55
    4
    მეეჭვება ლაპორტამ დაგტოვოს დიდი პატივისცემის მიუხედავად😒 არ ვიცი რა იქნება, ვის მოიყვანენ ან საერთოდ გაუშვებენ თუარა კუმანს, მაგრამ ერთი რამ ცხადია მარტო მწვრთნელზე აღარ უნდა გადატყდეს ჯოხი და ყველას თავისი ადგილი მიუჩინონ როგორც მოედანზე ასევე სკამზე!
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"