ანტუან გრიზმანი თამაშის შემდეგ

ანტუან გრიზმანი თამაშის შემდეგ

"ეიბართან" შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორმა, ანტუან გრიზმანმა თამაშის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა. ფრანგმა სეზონი მოკლედ შეაფასა და "ატლეტიკოს" ჩემპიონობაც მიულოცა.

"წლევანდელი ჩემპიონატით იმედგაცრუებულნი ვართ, ვინაიდან, ბევრ მნიშვნელოვან მატჩში გამარჯვება ვერ შევძელით. ახლა დროა დავისვენოთ და ვიფიქროთ, თუ რისი გაუმჯობესება შეგვიძლია მომავალი სეზონისათვის."

"ვულოცავ "ატლეტიკოს", მათი წარმატება ძალიან მიხარია, იქ ბევრი მეგობარი მყავს. ახლა უნდა ვიმუშავოთ და ვიშრომოთ იმისათვის, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონები ჩვენ გავხდეთ."

ანტუანმა ერთ კალენდარულ წელიწადში ჯამში 25 გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც ესპანეთის მასშტაბით მხოლოდ მესისა(37) და ჟერარ მორენოს(30) დაფიქსირებულ შედეგზე ნაკლებია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 23 მაისი 2021 14:03
    0
    ციტატა: Griezzy7
    არადა რეალურად ატლეტიკო ბარსას და რეალის ცუდი ფორმის ხარჯზე გახდა ჩემპიონი + ორჯერ შეგვეძლო პირველ ადგილზე გადასვლა და ვერ გადავედით. არც ვიმსახურებდით წელს! ნაგავს თუ მოიშორებენ შემდეგი სეზონისთვის შანსი არარის რომ ვერ მოვიგოთ

    რეალმა თუ მბაპე მოიყვანა, ეგეც მეეჭვება რამეს მივაღწიოთ
    ფანი [?]
    #3 23 მაისი 2021 03:11
    1
    იმედი მაქვს მომავალ წელსაც გიხილავ გრიზ..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 მაისი 2021 23:58
    1
    ამას ჩემპიონობა არ ეღირსა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 მაისი 2021 22:49
    4
    კარგი გოლი შეაგდო
    პროფესიონალიზმი არ დაეწუნება გრიზმანს, მე მაგალითად არ გავყიდდი ლაპორტას ადგილას
    ბრაითვაიტის, დემბელეს და კოუტინიოსგან განსხვავებით საჭირო კაცია