ბარსელონამ 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა

ბარსელონამ 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა

"ბარსელონამ" გუნდის ყოფილი მეკარის, ფრანსესკ არნაუს გარდაცვალების გამო 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. ეს ინფორმაცია კატალონიურმა კლუბმა ახლახან სოციალურ ქსელ Twitter-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით გაავრცელა.

ფრანსესკ არნაუ 1975 წლის 23 მარტს ლეს პლანესში დაიბადა. იგი "ბარსას" სკოლის აღზრდილი იყო. არნაუ კატალონიელთა პირველი გუნდის წევრი 1998-2001 წლებში იყო.

არნაუს დებიუტი "ბარსას" პირველ გუნდში 1996 წლის 9 ნეომბერს "ატლეტიკოსთან" გამართულ ლა ლიგის საშინაო მატჩში (3-3) შედგა. იმ დროს ის ჯერ კიდევ "ბარსელონა ბ-ში" თამაშობდა. სათადარიგო კარის დარაჯმა მთავარ გუნდში 30-ზე მეტი შეხვედდრა ჩაატარა, უმეტესი მათგანი ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით.

"ბარსელონას" შემდეგ, 2001 წელს, არნაუმ "მალაგას" მიაშურა, სადაც მან 10 წელი დაჰყო და კარიერაც სწორედ ანდალუსიურ კლუბში დაასრულა. ფრანსესკმა ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ მუშაობა "მალაგას" სპორტულ დეპარტამენტში დაიწყო. იგი ბოლოს "ოვიედოს" სპორტულ დირექტორად მუშაობდა.

ფრანსესკ არნაუ დღეს 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 მაისი 2021 14:16
    0
    მიეყოლებინათ კიდევ ორი დღე ბარსას უღიმღამო სეზონისთვისაც.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 მაისი 2021 21:06
    0
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    სამწუხაროა რომ ასეთ ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა და რატომ არ წერენ რითი დაიღუპა?

    დიდი ალბათობით სიმსივნე, ამ ასაკში მეტი რა უნდა იყოს.
    Culé [?]
    #1 22 მაისი 2021 19:04
    1
    სამწუხაროა რომ ასეთ ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა და რატომ არ წერენ რითი დაიღუპა?