ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 22 მაისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 22 მაისს მოხდა.
თამაშები
22 მაისს "ბარსელონას" 13-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 7 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1966 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მეკარე ხესუს მარიანო ანგოი. 1990-1996 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 18 თამაში ჩაატარა. 1996-2002 წლებში ანგოი ბარსელონას ამერიკული ფეხბურთის გუნდის, "ბარსელონა დრაგონსის" მოთამაშე იყო. ხესუს ანგოი იოჰან კრუიფის სიძეა.
1987 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი არტურო ვიდალი. 2018-2020 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 96 თამაში ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. ვიდალმა კატალონიურ კლუბში 1 ესპანეთის ჩემპიონატი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.
1999 წელი
1999 წელს, როდესაც კლუბი 100 წლის გახდა, "ალავესის" 4-1 დამარცხებით კლუბმა ესპანეთის ჩემპიონობა გაინაღდა.
2014 წელი
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდა.
2016 წელი
ესპანეთის თასის ფინალში "სევილიას" 2-0 დამარცხებით "ბარსელონამ" ეს ტიტული 27-ედ მოიგო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]