ეიბარი-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა

ეიბარი-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს, "ეიბარის" წინააღმდეგ, სეზონის უკანასკნელი მატჩი გაიმართება.

ერთადერთი, რაც ამ შეხვედრამ შეიძლება გადაწყვიტოს, ლა ლიგაში მესამე ადგილოსნის ვინაობაა. "სევილიას" ორი ქულით ვუსწრებთ. წაგების შემთხვევაში, დიდია ალბათობა იმისა, რომ მესამე ადგილიც დავკარგოთ, რადგან "სევილია" უმოტივაციო "ალავესს" ხვდება. მართალია, უკვე გავარდნილ "ეიბართან" არასდროს წაგვიგია, თუმცა ბასკებს "კარის გაჯახუნების" კარგი შანსი ეძლევათ.

სათამაშო ფორმა

"ბარსელონასთვის" სეზონი უკვე დასრულებულია. ერთადერთი მოტივაცია მესამე ადგილის შენარჩუნებაა. აქამდეც მივედით, ბოლო ტურის წინ, მესამე ადგილი განაღდებული არ გვაქვს. 

დღევანდელ მატჩს ინტერესს მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელების ხილვა შესძენს. კარგი იქნება თუ კუმანი პუჩს, ტრინკაუსა და კონრადს თამაშის საშუალებას მისცემს. 

სხვა მხრივ, "ბარსელონასთვის" სეზონი უკვე დასრულებულია და "იპურუაზე" გასამართ მატჩს მხოლოდ ფორმალური სტატუსი აქვს.

მეტოქე

"ეიბარის" 7-წლიანი მოგზაურობა პრიმერა დივიზიონში დასრულდა. აქამდე, ბასკური კლუბი ლა ლიგიდან არასდროს გავარდნილა თუ არ ჩავთვლით 2014/15 წლების სეზონს. სადებიუტო სეზონში, "ეიბარმა" მე-18 ადგილი დაიკავა, თუმცა "ელჩემ", კრიზისის გამო, ფინანსური ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო და სეგუნდაში დააქვეითეს. მაშინ, "ეიბარს" გაუმართლა და მას შემდეგ ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნება კიდევ 5-ჯერ შეძლო.

"ეიბარი" სეზონს ბოლო ადგილზე ასრულებს. აღსანიშნავია, რომ გუნდს საშინაო არენაზე მხოლოდ ორი მოგება (სტუმრად 4) და 12 გატანილი გოლი (სტუმრად 17) აქვს. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ცარიელი ტრიბუნებია, რამაც მიმდინარე სეზონში შინ თამაშის უპირატესობა გააუფერულა.

მწვრთნელები მატჩის წინ

რონალდ კუმანი:

ხვალ სეზონის ბოლო შეხვედრაა. ვეცდებით, მაღალი ინტენსივობით ვითამაშოთ და მოვიგოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონობისთვის აღარ ვიბრძვით. ვისურვებდი, რომ სეზონი მოგებით დაგვემთავრებინა.

ხოსე ლუის მენდილიბარი:

"ბარსა" დიდებული გუნდია, დიდებული ფეხბურთელებით, მაგრამ მათი დამარცხება შესაძლებელია. "ბარსელონას" გეგმის განხორციელებაში ხელი უნდა შევუშალოთ, რადგან თუ თავი კომფორტულად იგრძვნეს და დაინახეს, რომ თამაში მისდით, მეტოქეს ანადგურებენ.

დანაკლისი

"ბარსელონას" მხრიდან, ტრავმის გამო, მოედანზე ვერ ვიხილავთ სერჟი რობერტოს, ანსუ ფატის, ფილიპე კოუტინიოსა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, რომელსაც გუშინ, შვედეთში ოპერაცია ჩაუტარდა. "სელტასთან" მიღებული წითელი ბარათის შედეგად, დისკვალიფიცირებულია კლემან ლანგლე. ასევე, დატვირთული სეზონის შემდეგ, დასვენების საშუალება მიეცათ ლიონელ მესისა და პედრის.

რაც შეეხება "ეიბარს", მენდილიბარის გუნდს დანაკლისი არ აქვს და ყველა ფეხბურთელი მწყობრშია.

ურთიერთშეხვედრები

"ბარსელონასა" და "ეიბარის" დაპირისპირების ისტორია 13 მატჩს ითვლის. აქედან, 11 კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა, 2 კი - ფრედ, ბურთების შეფარდება 42-7. პირველი მატჩი, რომელშიც "ეიბარი" "ბარსასთან" არ დამარცხდა, 2019 წლის 19 მაისს, "იპურუაზე" შედგა. აღსანიშნავია, რომ ის მატჩიც ლა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრა გახლდათ.

გუნდებს შორის პირველ წრეში გამართული მატჩი 1-1 დასრულდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც "ეიბარმა" "კამპ ნოუზე" 3 გოლი არ გაუშვა.

საინტერესო სტატისტიკა

  • ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ლეო მესის (30) "ეიბარზე" (29) მეტი გოლი აქვს გატანილი.
  • "ეიბარს" "ბარსა" არასდროს დაუმარცხებია.
  • "ბარსამ" ბოლო 11 საგარეო მატჩიდან 10-ში, მინიმუმ, 2 გოლის გატანა შეძლო.
  • "ბარსამ" ბოლო 13 საგარეო მატჩიდან მხოლოდ 1 დათმო.
  • ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, 12 გოლით, კიკე გარსია "ეიბარის" საუკეთესო ბომბარდირია.
  • "იპურუაზე" გამართულ 6-ვე მატჩში, "ბარსამ", მინიმუმ, 2 გოლის გატანა შეძლო.
  • ლა ლიგაში "ბარსამ" ზედიზედ 4 მატჩი ბოლოს 2018 წლის შემოდგომაზე ვერ მოიგო.

არბიტრი

დღევანდელ მატჩს სანტიაგო ხაიმე ლატრე განსჯის. 41 წლის არბიტრი ესპანეთის უმაღლეს ჩემპიონატში 2014 წლიდან მსაჯობს.

ლატრეს "ბარსელონას" მონაწილეობით 12 შეხვედრაში უმსაჯია. აღსანიშნავია, რომ კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 2 კი ფრედ დასრულდა. მას "ბარსას" ფეხბურთელებისთვის 28 ყვითელი ბარათი აქვს ნაჩვენები (26 მეტოქისთვის).

ლატრეს ამ 12 შეხვედრაში ფეხბურთელი მოედნიდან 2-ჯერ ჰყავს გაძევებული, ორივე შემთხვევაში მეტოქე გუნდიდან. მას "ბარსას" წინააღმდეგ ერთი პენალტი აქვს დანიშნული, მის სასარგებლოდ კი - არცერთი.

სანტიაგო ხაიმე ლატრეს "ეიბარის" მონაწილეობით ნამსაჯი აქვს როგორც პრიმერა და სეგუნდა დივიზიონის, აგრეთვე სეგუნდა B დივიზიონის მატჩებშიც. განსხვავებით "ბარსელონასგან", ლატრესთან ერთად, "ეიბარი" არცისე წარმატებულია - 21 მატჩი, 4 მოგება, 10 ფრე, 7 წაგება.

ლა ლიგის მატჩებში, მან "ეიბარის" ფეხბურთელებს 27 ყვითელი ბარათი უჩვენა (20 მეტოქეს). ლატრეს "ეიბარის" ფეხბურთელი არასდროს გაუძევებია, მეტოქე გუნდის ფეხბურთელი კი - 2-ჯერ. ასევე, მას "ეიბარის" სასარგებლოდ ერთი თერთმეტმეტრიანი აქვს დანიშნული.

სავარაუდო შემადგენლობები

SofaScore:

"ბარსელონა" | 3-5-2

ნეტუ - არაუხო, პიკე, უმტიტი - დემბელე, მორიბა, ბუსკეტსი, დე იონგი, ალბა - გრიზმანი, ბრეითუეიტი

"ეიბარი" | 4-4-2

დმიტროვიჩი - კორეა, ოლივეირა, არბილია, კოტე - ხილი, რესიო, ატიენცა, ესპოსიტო - კიკე, ენრიჩი

WhoScored:

"ბარსელონა" | 3-5-2

ნეტუ - არაუხო, პიკე, უმტიტი - დემბელე, პუჩი, ბუსკეტსი, დე იონგი, ალბა - გრიზმანი, ბრეითუეიტი

"ეიბარი" | 4-4-2

დმიტროვიჩი - კორეა, ოლივეირა, არბილია, კოტე - ხილი, დიოპი, ატიენცა, ესპოსიტო - კიკე, ენრიჩი

SportsMole:

"ბარსელონა" | 3-5-2

ნეტუ - არაუხო, პიკე, უმტიტი, - დემბელე, პუჩი, ბუსკეტსი, დე იონგი, ალბა - გრიზმანი, ბრეითუეიტი

"ეიბარი" | 4-4-2

დმიტროვიჩი - კორეა, ოლივეირა, არბილია, კოტე - ხილი, დიოპი, ატიენცა, ესპოსიტო - კიკე, ენრიჩი

Marca:

"ბარსელონა" | 3-5-2

ნეტუ - არაუხო, პიკე, უმტიტი, - დემბელე, მორიბა, ბუსკეტსი, დე იონგი, ალბა - გრიზმანი, ბრეითუეიტი

"ეიბარი" | 4-4-2

დმიტროვიჩი - კორეა, ოლივეირა, არბილია, კოტე - ხილი, დიოპი, ატიენცა, რესიო - კიკე, ენრიჩი

პროგნოზი

SportsMole: ეიბარი 0-2 ბარსელონა

WhoScored: ეიბარი 1-2 ბარსელონა

Squawka: ეიბარი 1-3 ბარსელონა

ტრანსლაცია

შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, დაიწყება. მატჩის საყურებელ ლინკებს ჩვენი საიტი შემოგთავაზებთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 22 მაისი 2021 17:37
    0
    "ეიბარს" "ბარსა" არასდროს დაუმარცხებია"
    მიდი კუმან, ერთი ანტირეკორდიც მისცხე, ეიბართან არასდროს წაგვიგია და გააბედნიერე.

    ციტატა: მარი კარკალაია
    სამწუხაროდ წელსაც ვერაფერი მოვიგეთ, მაგრამ ბარსას ერთგული გულშემატკივარი და მესის ფანი ვარ 11 წელია უკვე, მაიმც ჩემი მესის და გუნდის მესით ვარ ფანი, მიყვარს მიუხედავად ყველაფრისა, წარმატებები მომავალ წელს ბარსას, აწი მაინც ყოფილიყოს მომგებიანი წლები ბარსასთვის და მესისთვის. ⚽️⚽️⚽️💜💜💜💪💪

    წელს თასი ავიღეთ. ყოფილა ისეთი წლები, ეგეც არ მოგვიგია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 22 მაისი 2021 16:36
    1
    კუმანის კომპენსაციის მაყუთზე თამაშობენ. 3 ადგილი =7 მილიონს barca-6
    რომ გაუშვას ლაპორტამ და აღარ აწუწუნოს
    წევრი [?]
    #4 22 მაისი 2021 14:42
    0
    სამწუხაროდ წელსაც ვერაფერი მოვიგეთ, მაგრამ ბარსას ერთგული გულშემატკივარი და მესის ფანი ვარ 11 წელია უკვე, მაიმც ჩემი მესის და გუნდის მესით ვარ ფანი, მიყვარს მიუხედავად ყველაფრისა, წარმატებები მომავალ წელს ბარსას, აწი მაინც ყოფილიყოს მომგებიანი წლები ბარსასთვის და მესისთვის. ⚽️⚽️⚽️💜💜💜💪💪
    Culé [?]
    #3 22 მაისი 2021 13:16
    1
    გრიზმანი-დემბელე
    პიანიჩი
    პუჩი-ბუსკეცი-დე იონგი
    ალბა-პიკე-არაუხო-დესტი
    ნეტო
    Culé [?]
    #2 22 მაისი 2021 11:06
    0
    Lasho,
    ამაზე ფარჩაკი თამაში არ არსებობს,რატომ უნდა აჩვენონ? ყურებაც არ ღირს მგონი confused
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #1 22 მაისი 2021 10:39
    0
    არცერთ არხზე არარის?