ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 21 მაისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 21 მაისს მოხდა.
თამაშები
21 მაისს "ბარსელონას" 10-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 5 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1963 წელი
გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი მეკარე ხული მარიალ მუნდეტი.
1969 წელი
"ბარსელონამ" თასების მფლობელთა თასის ფინალში პირველად ითამაშა. კატალონიელებმა ბრატისლავას "სლოვანთან" 2-3 წააგეს.
2011 წელი
"ბარსელონამ" ლა ლიგის რეკორდი დაამყარა ერთ გათამაშებაში სტუმრად აღებული ქულების, მოგებებისა და გატანილი გოლების მიხედვით - 14 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება, 49 გატანილი გოლი. "ბარსა" ასევე ლა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც სტუმრად ყველა თამაშში გაიტანა.
2014 წელი
"ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის ენრიკეს პრეზენტაცია მოხდა.
2015 წელი
ჩავი ერნანდესმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]