ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 20 მაისი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 20 მაისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 20 მაისს მოხდა.

თამაშები

20 მაისს "ბარსელონას" 12-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 6 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1918 წელი

"ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" მადრიდში 2-1 დაამარცხა. სტუმართაგან გოლები ალკანტარამ და მარტინესმა გაიტანეს.

1922 წელი

"ბარსელონას" ახალი, 20 ათასიანი სტადიონი "ლეს კორტსი" გაიხსნა (მოგვიანებით ტევადობა 60 ათასამდე გაიზარდა).

1928 წელი

ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონამ" და "სოსიედადმა" 1-1 ითამაშეს, რის გამოც გადათამაშება გახდა საჭირო. ერთ-ერთ ეპიზოდში "ბარსას" მეკარეს, ფერენც პლატკოს თავში მეტოქე თავდამსხმელის ფეხი მოხვდა. პლატკოს 6 ნაკერი დაადეს, მაგრამ მან თამაში ამის მიუხედავად გააგრძელა სახვევით, რომელიც თამაშის დროს ძვრებოდა ხოლმე. თამაშს ესწრებოდა "თაობა 27-ის" წარმომადგენელი პოეტი რაფაელ ალბერტი, რომელმაც დაწერა ლექსი "ოდა პლატკოზე".

1992 წელი

"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო. "უემბლიზე" გამართულ ფინალში კატალონიელებმა "სამპდორია" რონალდ კუმანის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხეს. კუმანისთვის ეს ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი იყო.

1997 წელი

მადრიდში გამართულ გადამწყვეტ მატჩში "ბარსელონას" საკალათბურთო გუნდმა "რეალ მადრიდი" დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონი მეათედ გახდა. ჩემპიონობის აღნიშვნის დროს "ბარსელონას" კალათბურთელებს მადრიდელი გულშემატკივრები ტრიბუნებიდან უამრავ ნივთს ესროდნენ.

2000 წელი

ლუი ვან გაალმა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მან ჟურნალისტებს განუცხადა: "მეგობრებო, მე მივდივარ, გილოცავთ."

2007 წელი

"ბარსელონამ" "ატლეტიკო" მადრიდში 6-0 გაანადგურა. გოლები მესიმ (2), ძამბროტამ, ეტო'ომ, ინიესტამ და რონალდინიომ გაიტანეს.

2018 წელი

"რეალ სოსიედადთან" "კამპ ნოუზე" მოგებულ შეხვედრაში ანდრეს ინიესტამ "ბარსელონას" მაისურით ბოლო თამაში ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 მაისი 2021 14:50
    0
    1992 წელი
    "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო. "უემბლიზე" გამართულ ფინალში კატალონიელებმა "სამპდორია" რონალდ კუმანის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხეს. კუმანისთვის ეს ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი იყო.
    სურათზე ის მომენტია ჯარიმა რო გაიტანა არა? ეს ფორმა ეცვათ მე მგონი. რა ანთებული თვალებით თამაშობდა, ეხლა რო ზის და მარტო წითლდება სახეზე. მეტი ემოცია აღარა აქვს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 მაისი 2021 13:38
    0
    6 ნაკერით თამაშობდა კაცი. აი რაარის სულისკვეთება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.