MD | ბარსა ონანაზე ისევ ფიქრობს

MD | ბარსა ონანაზე ისევ ფიქრობს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" ანდრე ონანას დამატებაზე ისევ ფიქრობს.

"ლა მასიის" აღზრდილ მეკარეს ცოტა ხნის წინ აკრძალული პრეპარატების გამოყენების გამო 1-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. "აიაქსმა" განაცხადა, რომ ონანას ტრავმები აწუხებდა, რის გამოც მან ტკივილგამყუჩებელი მიიღო და სწორედ ამან განაპირობა შარდის ანალიზში ფუროსემიდის აღმოჩენაც.

კამერუნელი მეკარის სასამართლო პროცესი ივნისშია ჩანიშნული და "ბარსას" სწორედ ამის იმედი აქვს. კატალონიელებს მიაჩნიათ, რომ ანდრეს სასჯელს მოუხსნიან და მის შეძენაზე ფიქრიც უკვე რეალური იქნება.

"აიაქსის" სპორტულმა დირექტორმა, მარკ ოვერმარსმა, "ბარსას" პირობა მისცა, რომ ონანას "ბლაუგრანაში" შედარებით ნაკლებ ფასად გაუშვებდა.

ონანას გარდა, კლუბში მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მეორე ალტერნატივად ინიაკი პენიას მიიჩნევენ, რომელიც "ბარსა ბ-ში" მშვენივრად გამოიყურება. კატალონიელთათვის კარის დარაჯის პრობლემა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ტერ შტეგენმა პრობლემატურ მუხლზე ოპერაციის ჩატარება გადაწყვიტა. ოპერაციის შემდეგ სრულფასოვან რეაბილიტაციას კი 4 თვე სჭირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 20 მაისი 2021 15:20
    0
    გუნდს დაცვა არ ყავს და ესენი ფიქრობენ, რომ თუ კარგ მეკარეს მოიყვანენ ბარსა გოლებს აღარ გაუშვებს?
    ფანი [?]
    #4 20 მაისი 2021 00:42
    3
    არაფერში არ სჭირდება გუნდს ონანა
    ისედაც ორ-სამ თამაშს ჩაატარებს ისიც თასზე და მილიონების და დამატებითი ხელფასების ყრა არაა მართებული მაგას სჯობს ნეტუ დატოვონ ან ეგეც გაყიდონ და პენია დააწინაურონ მაინც არ აქვს მნიშვნელობა ისედაც ტერ შტეგენი დგას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 მაისი 2021 23:50
    1
    მუხლის ეპიდემიაა ბარსაში
    გულშემატკივარი [?]
    #2 19 მაისი 2021 22:52
    1
    აბა ვინაა ონანისტი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 მაისი 2021 22:42
    1
    რა ონანა პენია დააწინაურონ ტყუილად ფულის კარგვაა ონანას მოყვანა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued