ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 19 მაისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 19 მაისს მოხდა.
თამაშები
19 მაისს "ბარსელონას" 14-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 9 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1929 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ჟორდი ვილა. 1951-1954 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 36 თამაში ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. ვილამ კატალონიელებთან ერთად 3 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის ჩემპიონატი და 2 ევა დუარტეს თასი (ესპანეთის სუპერ თასი) მოიგო.
1956 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი და ლეგენდარული კაპიტანი ხოსე რამონ ალეშანკო. 1980-1993 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 406 თამაში ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. კატალონიურ კლუბთან ერთად ალეშანკომ 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 4 ესპანეთის თასი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 2 თასების მფლობელთა თასი, 2 ესპანეთის ლიგის თასი, 1 ჩემპიონთა თასი და 1 ევროპის სუპერ თასი მოიგო.
1956 წელი
ესპანეთის თასის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში "ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" 6-1 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები მარტინესმა (4), კუბალამ და ვილიავერდემ გაიტანეს.
1997 წელი
ჟოზეპ ლუის ნუნიესის პრეზიდენტობის დროს "ბარსელონამ" მე-700 თამაში ჩაატარა. კატალონიელებმა "სელტა" სტუმრად 3-1 დაამარცხეს. რონალდომ ლა ლიგის ზედიზედ მე-9 შეხვედრაში გაიტანა.
2013 წელი
"ვალიადოლიდთან" ანგარიშით 1-2 წაგებულ შეხვედრაში ვიქტორ ვალდესი მე-4 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც "ბარსელონას" მაისურით 500 თამაში ჩაატარა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]