ანდრე ონანა ისევ ბარსელონას რადარზეა
"ბარსელონას" ზაფხულის პოტენციურ ტრანსფერთა სიაში ანდრე ონანა ისევ მოხვდა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ტერ შტეგენის ოპერაციის შესახებ არაფერი იყო ცნობილი, კლუბში შეხვედრა შედგა, სადაც "აიაქსელი" მეკარის შესახებ იმსჯელეს.
იქიდან გამომდინარე, რომ სეზონის ბოლოს ნეტუ "ბარსას" დატოვებას აპირებს, კლუბს მისი შემცვლელი სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ ანდრეს თამაში UEFA-ს სანქციის გამო იანვრამდე არ შეუძლია - მას ბანი გარკვეული წამლის მოხმარების გამო დაედო.
MD დასძენს, რომ "ბარსელონა" მეორე მეკარის პოზიციაზე ინიაკი პენიას სრულ ნდობას უცხადებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]