ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 18 მაისი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 18 მაისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 18 მაისს მოხდა.

თამაშები

18 მაისს "ბარსელონას" 13-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 2 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 9 წააგეს.

1919 წელი

ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონა" "არენას დე გეჩოსთან" ანგარიშით 2-5 დამარცხდა. კატალონიელთა კარში 3 გოლი ფელიქს სესუმაგამ გაიტანა, რომელიც მოგვიანებით "ბარსელონამ" შეიძინა.

1949 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი უგო სოტილი. 1973-1977 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 70 თამაში ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. სოტილმა კატალონიურ კლუბში 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1994 წელი

ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონა" "მილანთან" ანგარიშით 0-4 განადგურდა.

1996 წელი

"ბარსელონამ" იოჰან კრუიფი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.

2019 წელი

"ბარსელონას" ქალთა გუნდმა მის ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგის ფინალი "ლიონთან" 1-4 წააგო. კატალონიელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ოშოალამ გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 მაისი 2021 14:05
    0
    თამაშები
    18 მაისს "ბარსელონას" 13-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 2 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 9 წააგეს.
    1919 წელი
    ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონა" "არენას დე გეჩოსთან" ანგარიშით 2-5 დამარცხდა. კატალონიელთა კარში 3 გოლი ფელიქს სესუმაგამ გაიტანა, რომელიც მოგვიანებით "ბარსელონამ" შეიძინა.
    1994 წელი
    ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონა" "მილანთან" ანგარიშით 0-4 განადგურდა.
    1996 წელი
    "ბარსელონამ" იოჰან კრუიფი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.
    მოკლედ უთარსესი დღე ყოფილა 18 მაისი. იმედია აღარასდროს გვათამაშებენ ამ დღეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 მაისი 2021 12:14
    1
    რა საშინელი დღე ყოფილა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.