ლაპორტა კუმანს შეხვდება - MD

ლაპორტა კუმანს შეხვდება - MD

ჟოან ლაპორტასა და რონალდ კუმანს შორის მორიგი შეხვედრა შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბარსელონას" პრეზიდენტსა და გუნდის მთავარ მწვრთნელს შორის შეხვედრა მომდევნო კვირაშია ჩანიშნული. ლაპორტა კუმანთან შეხვედრამდე მის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

იმავე წყაროს ინფორმაციით, ლაპორტა "სელტასთან" თამაშის შემდეგ ძალიან გაბრაზებული იყო, თუმცა ქალთა გუნდის მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგებამ სიტუაცია ოდნავ შეამსუბუქა. კუმანს "ლევანტესთან" მატჩამდე მდგომარეობის გამოსწორების კარგი შანსები ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი გუნდს დატოვებს. ლაპორტასა და კუმანს შორის შეხვედრა ლა ლიგის დასრულების შემდეგ გაიმართება.

MD ასევე იტყობინება, რომ პრეზიდენტი ამჟამად სიმშვიდეს ინარჩუნებს და ამ კვირაში ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ სურს.

Catalunya Radio-ს ცნობით, "ბარსელონას" კუმანთან კონტრაქტის გაწყვეტა 8 მილიონი ევრო დაუჯდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 18 მაისი 2021 18:16
    0
    გაასხმევინე ლაპორტ სასწრაფოდ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 18 მაისი 2021 14:09
    0
    MD ასევე იტყობინება, რომ პრეზიდენტი ამჟამად სიმშვიდეს ინარჩუნებს და ამ კვირაში ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ სურს.
    ანუ ისე ყოფილა გამწარებული, ეხლა რო შემხვდეს გავხევ შუაზე-ო, ასე უთქვავს.

    ციტატა: El pistolero 9
    დაცვაზე თუ მიდგა საქმე ასეთ ტრანსფერებზე რას იტყვით:
    მარჯვენა მცველები: დესტი,ემერსონი (გამოისყიდონ),რობერტო გაიყიდება.
    ცენტრალური მცველები:არაუხო, პიკე, მინგესა, გარსია,რომანიოლი/კუნდე. ლენგლე და უმტიტი ორივე გასაყიდია.
    მარცხენა მცველები:ალბა, ბალდე. ფირპო გასაყიდია.

    ლანგლეს გაშვება როგორ იქნება, მაგაზეა მთელი დაცვის სიმტკიცე აწყობილი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 18 მაისი 2021 14:04
    0
    თუ დატოვებს ეს ფული ისედაც გადასახდელი იქნება და + უტიტულო სეზონი.
    გულშემატკივარი [?]
    #5 18 მაისი 2021 12:52
    0
    ვალვერდე არუნდა გაეშვათ სანამ ხავი იქნებოდა მზად ... წელს ლალიგას არგამაზავდა ერნესტო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 18 მაისი 2021 12:50
    0
    El pistolero 9,
    კუნდე ძვირია სად გვაქ მაგის ფული
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 მაისი 2021 12:13
    0
    დაცვაზე თუ მიდგა საქმე ასეთ ტრანსფერებზე რას იტყვით:
    მარჯვენა მცველები: დესტი,ემერსონი (გამოისყიდონ),რობერტო გაიყიდება.
    ცენტრალური მცველები:არაუხო, პიკე, მინგესა, გარსია,რომანიოლი/კუნდე. ლენგლე და უმტიტი ორივე გასაყიდია.
    მარცხენა მცველები:ალბა, ბალდე. ფირპო გასაყიდია.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #2 18 მაისი 2021 12:03
    3
    ვალვერდე იყო კაცი, პიროვნება, საამაყო მამულიშვილი
    გაუწყვიტეს კონტრაქტი მარა დარჩენილი მილიონები აღარ მოუთხოვია, ეკუთვნოდა და უარი თქვა
    ერნესტო, მენატრები ....
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 მაისი 2021 11:50
    0
    კუმანი მიდის.ვინ მოვა ეგაა საინტერესო.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid