დისბალანსი ბარსელონას მამაკაცთა და ქალთა გუნდის ხელფასებს შორის

დისბალანსი ბარსელონას მამაკაცთა და ქალთა გუნდის ხელფასებს შორის

გუშინ, კატალონიის "ბარსელონას" ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის "ჩელსი" 4-0 გაანადგურა და აღნიშნული ტიტული ისტორიაში პირველად მოიგო.

Cadena SER-ის ინფორმაციით, გოგონებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ერთ-ერთი ლიდერი, ლიკე მარტენსია.

როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, ნიდერლანდელის წლიური ანაზღაურება იმ თანხას უტოლდება, რომელსაც მამაკაცთა გუნდის მოთამაშე, სამუელ უმტიტი ერთ კვირაზე ნაკლებ დროში იღებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 20 მაისი 2021 00:41
    0
    ციტატა: Barca for life
    მართალია ზოგადად ხელფასების თემა შემოსავლებზეა მიმაგრებული და გასაკვირი არაა ეს სიტუაციაც, თუმცა მაინც გვერდიდან რომ შეხედო, უმტიტიმ რომელიც მთელი სეზონია სკამზე ზის და წინა სეზონი ლაზარეთში იყო რატომ უნდა აიღოს ამ ორ წელში 20 მილიონი და ვიღაც ვინც უბრალოდ გოგოა და თავდაუზოგავად შრომობს რატომ იღებს წელიწადში მისი კვირის ხელფასის ტოლს.
    ძალიან დიდი უსამართლობაა, მაგრამ ხელფასები ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო ხარისხოვანია, რადგან ჯერ მენტალობის შეცვლაა მთავარი.
    მე პირადად არაერთ გოგოსთან ერთად მივარჯიშია, რომლებიც ბარეორ ბიჭს აღემატებოდნენ და დღესაც სხვა ლეველზეც იმყოფებიან, ასევე მინახავს ძალიან ბევრი ძლიერი გოგო, დაკუნთული, ჯანიანი, აბა რომელიმე ბიჭი მისულიყო და დადგომოდა...
    ქალებს აქვთ პოტენციალი რომ გარკვეული დროის მერე კაცებს გაუტოლდნენ რაღაც რაღაცებში, რეალურად ფიზიკურობა არასდროსაა დაბრკოლება, უბრალოდ ცოტა მეტის გაკეთება უწევთ საკუთარი თავის განსანვითარებლად, თუმცა მენტალიტეტი რომ აუ ესენი გოგონები არიან, ამათ სიფრიფანა თამაშზე რა მივა და სტერეოტიპები რომ გოგონები ბალერინები უნდა იყვნენ, მაგათ ფეხბურთში რა უნდათ, საგრძნობლად უშლის ხელს მათ განვითარებას და არ აძლევთ უფლებას ოდესმე იმ სიმაღლეზე ავიდნენ, რა სიმაღლეზეც დღეს კაცები არიან.
    საქართველო ხო საზიზღრობაა საერთოდ ამ კუთხით. აქ ქალებს კიდევ დიდხანს არ ეშველებათ.

    მადლობა ამ კომენტარისთვის, როგორც მდედრობითი სქესის წარმომადგენელი გიხდი მადლობას, ჩემი სათქმელი თქვი და მიხარია, რომ ქართველი ბიჭი/კაცი ხვდება რომ ქვეყანაში ეს პრობლემა დგას. მე პირადად ბევრჯერ შევეჩეხა და ძალიან მტკივნეულია ადამიანურ დონეზე. როცა დაცინიან კაცები ფემინიზმს ან უბრალოდ ქალთა უფლებებზე ღლიცინებენ, სულ მინდა ვკითხო, წარმოიდგინე თავი ჩემ ადგილას, წარმოიდგინე რომ გოგოდ დაიბადე და მხოლოდ სქესის გამო გიყურებენ ზევიდან და არ გაძლევენ განვითარების/ნორმალური ცხოვრების საშუალებას. რომ ადამიანი რომელიც წლები სწავლობ, მიზნის მისაღწევად ბევრ დათმობაზე მიდიხარ, უამრავი ბარიერის გადალახვა გიწევს და ბოლოს გეუბნებიან რომ საკმარისად კარგი არ ხარ, რადგან ქალი ხარ, აი ძალიან მტკივნეულია, მართლა და თუ ამ ქვეყანაში კაცების თუნდაც მცირე რაოდენობა გრძნობს რომ ეს პრობლემაა და იცის რომ არ აქვს მნიშვნელობა სქესს, ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა და გაწეული შრომა უნდა ფასდებოდეს ორივე შემთხვევაში, რომ შესაძლებლობები ქალის და კაცის შემთხვევაში ერთნაირი უნდა იყოს (ვინ როგორ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას ეგ უკვე სხვა თემაა), მაშინ მაინც ჩავთვლი რომ რაღაც დონეზე საზოგადოება წინ წაიწია მენტალურად, რომ რაღაცით მაინც განვსხვავდებით არაბულ/აზიური ჩამორჩენილი აზროვნების ადამიანისგან. საქართველოში ისტორიულად არ იყო სექსისტი საზოგადოება, ბოლო ბოლო მეფე გვყავდა ქალი და იმის მაგივრად განვითარებულიყავით, აზროვნების კუთხით უკან-უკან წავედით. მოკლედ ბევრი მომივიდა წერა:) მადლობა კიდევ ერთხელ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 18 მაისი 2021 14:25
    0
    აბა რაო, მეტს ხო არ ითხოვენ? ბარსა რო მაყურებლისგან შემოსავალს ღებულობს ამათ ვინ უყურებს. ჩაერთვნენ საქმეში ფემინისტები?

    ციტატა: Giorgi99
    ალბათ ქალთა ფეხბურთი ნაკლებად პოპულარულია, ნაკლებად უყურებენ

    ალბათ?

    ციტატა: Iniesta_8
    შემოსავლების 99% მამაკაცთა საფეხბურთო გუნდიდან მოდის და გასაკვირი არაა, თუმცა უმტიტი არაფერის კეთებაში 50-ჯერ მეტ ხელფასს რომ იღებს ვიდრე გუნდის ლიდერი უსამართლობაა. ლენგლეს, რობერტოს და უმტიტის გაუნახევრონ და გოგოებს მოუმატონ, იმსახურებენ.

    ლენგლემ რაც წელს "ივაჟკაცა" გაისად საერთოდ უფულოდ უნდა ითამაშოს, ჯარიმის სახით. და მერე გაუბეროს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 18 მაისი 2021 13:43
    1
    საზოგადოებრივ ტრანსპორტში რაც ეხარჯებათ იმას უხდიან. ტაქსი ფუფუნებაა, მაგას არ ეყოფა. სამაგიეროდ უმტიტებს და მისნაირ ბალასტებს უხდიან ათეულ მილიონებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 18 მაისი 2021 12:04
    1
    ლაპორტამ უნდა შეამციროს ხელფასები!!
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #3 18 მაისი 2021 09:41
    1
    ალბათ ქალთა ფეხბურთი ნაკლებად პოპულარულია, ნაკლებად უყურებენ
    ფანი [?]
    #2 18 მაისი 2021 06:35
    1
    კაცთა და ქალთა ფეხბურთი საერთოდ სხვადასხვა განზომილებაა და იმიტომ.
    Culé [?]
    #1 18 მაისი 2021 00:35
    1
    შემოსავლების 99% მამაკაცთა საფეხბურთო გუნდიდან მოდის და გასაკვირი არაა, თუმცა უმტიტი არაფერის კეთებაში 50-ჯერ მეტ ხელფასს რომ იღებს ვიდრე გუნდის ლიდერი უსამართლობაა. ლენგლეს, რობერტოს და უმტიტის გაუნახევრონ და გოგოებს მოუმატონ, იმსახურებენ.