დროა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღო - მემფის დეპაი

დროა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღო - მემფის დეპაი

მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, თავისუფალ აგენტებს შორის, სერხიო აგუეროსთან ერთად, კატალონიის "ბარსელონას" "ლიონის" შემტევს, მემფის დეპაის აქტიურად უკავშირებენ.

ნიდერლანდელი ფეხბურთელი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით Instagram-ის საშუალებით შემდეგ გზავნილს ავრცელებს:

დროა, ჩემი კარიერა გავაკონტროლო - ახლა იმ ეტაპზე ვარ, რომ მნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გავაკეთო.

ვაპირებ, ჩემს წარმომადგენლებთან და იურიდიულ ექსპერტებთან ერთად, მიღებული შემოთავაზებები განვიხილო.

საკუთარ მომავალს თავად გადავწყვეტ. პირველები, ვინც ამის შესახებ გაიგებენ, თქვენ იქნებით.

აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ რონალდ კუმანს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, 27 წლის მოთამაშის ტრანსფერის შანსები შემცირდება, ვინაიდან, კლუბი ამ უკანასკნელით სწორედ მწვრთნელის მოთხოვნის გამო ინტერესდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 18 მაისი 2021 14:53
    0
    კუმანი რას უშლის ამის მოსვლას, სხვასთან ვერ ითამაშებს?
    ფანი [?]
    #4 17 მაისი 2021 23:59
    1
    დეპაი,ვეილანდუმი, ჰარი და დაცვის ხაზია მთლიანად ასათვისებელი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 მაისი 2021 23:42
    1
    მოდი მოდი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 მაისი 2021 23:37
    3
    კუმანი ყველა ვარიანტში წასასვლელია, თუმცა ეს მაინც მოსაყვანია, რადგან ნიჭიერი და მრავალმხრივი შემტევია
    ფანტაზიაც აქვს, ვინგერზე ვარჩევდი მაინც, მაგრამ ისეთი სტილის ვინგერია, წენტრშიც რომ იწევენ და რიცხობრივ უპირატესობას რომ ქმნიან, დარტყმაც კარგი აქვს, შორი დისტანციიდანაც
    თან უფასოდ, ანუ ნაჩუქარი, კბილი რომ არ მოესინჯება
    ეს და აგუერო, ორი ნაჩუქარი კლასნი შემტევი, დემბელე-ბრაითვაიტს წასვლა მოუწევთ, მაგრამ ვისაც დაენანოს.....
    Culé [?]
    #1 17 მაისი 2021 21:34
    2
    ვერ ტვინავენ რომ ისედაც მაგარია კუმანის გარეშეც