მოსალოდნელი კლასიკო ესპანეთის სუპერ თასზე

მოსალოდნელი კლასიკო ესპანეთის სუპერ თასზე

ლა ლიგის 37-ე ტურის შემდეგ ესპანეთის სუპერ თასის მომდევნო გათამაშების ოთხივე გუნდი გაირკვა და მეტიც, ცნობილია ნახევარფინალის სავარაუდო წყვილები.

აქამდე სუპერ თასის საგზური ქვეყნის თასის ფინალისტებს, "ბარსელონასა" და "ბილბაოს" ჰქონდათ გაფორმებული. მათ ცოტა ხნის წინ შეუერთდა "ატელტიკო", გუშინ კი "რეალიც". მადრიდულმა გუნდებმა ლა ლიგის პირველ ორ პოზიციაზე მოხვედრა გაინაღდეს.

პრიმერა დივიზიონის ბოლო ტური არა მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონს, არამედ სუპერ თასის ნახევარფინალის წყვილებსაც გამოავლენს. გუნდები ჯვარედინად დაწყვილდებიან - თასის გამარჯვებული ("ბარსელონა") ჩემპიონატში მეორეადგილოსანს შეხვდება, ხოლო ქვეყნის ჩემპიონი თასის ფინალში დამარცხებულს ("ბილბაოს"). ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი სიტუცია არ შეიცვლება, ანუ "ატლეტიკო" პირველ ადგილს შეინარჩუნებს, ხოლო "რეალი" მეორეზე გავა, სუპერ თასის ერთ ნახევარფინალში "ელ კლასიკოს" მივიღებთ, მეორეში კი ერთმანეთს "ატლეტიკო" და "ბილბაო" დაუპირისპირდებიან.

ესპანეთის სუპერ თასის თამაშები 2022 წლის იანვარში ჩატარდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 17 მაისი 2021 20:34
    0
    ციტატა: nikusha
    ციტატა: me da barca
    ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი ვინ იქნება პირველზე და ვინ მეორეზე. ატლეტიკომ უნდა მოიგოს, ფრეც კი არ უშველის თუ რეალმა მოიგო. არც მესამე და მეოთხეა გადაწყვეტილი. სევილიას, რომ მოეგო ახლა ბარსა იქნებოდა მეოთხეზე.

    მარა ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ სიპერ კოპაზე მონაწილეობას ვერ მივიღებთ, პირიქით უეჭველი მივიღებთ, რადგან კოპა დელ რეი მოვიგეთ. მე-4ზეც რომ გავიდეთ მაინც.

    მოკლედ ბარსა, რეალი, ატლეტიკო, ბილბაო ვიქნებით სუპერ კოპაზე

    ჩვენ რომ ვითამაშებთ ეს მეც ვიცი, მაგრამ მეორეადგილოსან რეალს შევხვდებითო, რომ წერენ, ხომ შეიძლება ატლე გახდეს მეორეადგილოსანი და მას შევხვდეთ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 მაისი 2021 18:04
    0
    მაგარი უაზრობა ქნეს ოთხგუნდა რო გახადეს ეს თასი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #3 17 მაისი 2021 14:38
    1
    ციტატა: me da barca
    ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი ვინ იქნება პირველზე და ვინ მეორეზე. ატლეტიკომ უნდა მოიგოს, ფრეც კი არ უშველის თუ რეალმა მოიგო. არც მესამე და მეოთხეა გადაწყვეტილი. სევილიას, რომ მოეგო ახლა ბარსა იქნებოდა მეოთხეზე.

    მარა ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ სიპერ კოპაზე მონაწილეობას ვერ მივიღებთ, პირიქით უეჭველი მივიღებთ, რადგან კოპა დელ რეი მოვიგეთ. მე-4ზეც რომ გავიდეთ მაინც.

    მოკლედ ბარსა, რეალი, ატლეტიკო, ბილბაო ვიქნებით სუპერ კოპაზე
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 მაისი 2021 14:17
    0
    ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი ვინ იქნება პირველზე და ვინ მეორეზე. ატლეტიკომ უნდა მოიგოს, ფრეც კი არ უშველის თუ რეალმა მოიგო. არც მესამე და მეოთხეა გადაწყვეტილი. სევილიას, რომ მოეგო ახლა ბარსა იქნებოდა მეოთხეზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 მაისი 2021 14:14
    0
    ესპანეთის სუპერ თასის თამაშები 2022 წლის იანვარში ჩატარდება.
    კარგია, რომ დროულად, 8 თვით ადრე გვატყობინებთ ფინალისტებს და გათამაშების წესებსაც. ვეცდებით დავიმახსოვროთ, იანვრამდე რო არ დაგვავიწყდეს.