ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 16 მაისი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 16 მაისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 16 მაისს მოხდა.

თამაშები

16 მაისს "ბარსელონას" 10-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 7 მატჩი მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1926 წელი

ესპანეთის თასის ფინალში მადრიდის "ატლეტიკოს" ანგარიშით 3-2 დამარცხებით "ბარსელონამ" ეს ტიტული ზედიზედ მეორედ, სულ კი მეშვიდედ მოიგო. კატალონიელთა მხრიდან გოლები სამიტიერმა, ხუსტმა და ალკანტარამ გაიტანეს.

1979 წელი

თასების მფლობელთა თასის ფინალში "ბარსელონამ" დიუსელდორფის "ფორტუნა" 4-3 დაამარცხა. ესპანელების მხრიდან გოლები სანჩესმა, ასენსიმ, რეშაკმა და კრანკლმა გაიტანეს. ეს "ბარსელონას" მიერ მოგებული პირველი UEFA-ს ტურნირი იყო.

2004 წელი

ლუის ენრიკემ ლა ლიგაში მე-400 და "ბარსელონას" მაისურით (ასევე კარიერაში) ბოლო თამაში ჩაატარა. "რასინგთან" 1-0 მოგებულ შეხვედრაში ენრიკე 59-ე წუთზე შეცვალეს და ის "კამპ ნოუმ" ოვაციებით გააცილა.

2009 წელი

"რეალ მადრიდის" "ვილიარეალთან" წაგების წყალობით "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

2010 წელი

"ვალიადოლიდის" 4-0 განადგურებით "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. კატალონიელებმა 31 მოგება და 99 ქულა დააგროვეს, რაც იმ დროის ლა ლიგის რეკორდი იყო.

2021 წელი

ლიონელ მესიმ "ბარსელონას" მაისურით ბოლო თამაში ჩაატარა.

2021 წელი

"ბარსელონას" ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ჩელსი" 4-0 დაამარცხა და ამ ჯილდოს ისტორიაში პირველად დაეუფლა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 მაისი 2021 14:49
    0
    2009 წელი
    "რეალის" "ვილიარეალთან" წაგების წყალობით "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

    მე კი მგონია ბარსა ორი კვირით ადრე 2 მაისს გახდა ჩემპიონი, როცა რეალს მადრიდში 6-2 მოუგო და სხვაობა 4 და 7 ქულამდე გაზარდა. მახსოვს მაგ თამაშის წინ მადრიდელები ამბობდნენ მოვიგებთ და 1 ქულამდე დავიყვანთო სხვაობას, მერე კი ბარსა მორალურად გატყდებაო. კარგად იმიტომ მახხსოვს სწორედ ესპანეთში ვუყურე მაგ თამაშს და გაზეთებიც გადაჭრელებული იყო მადრიდის ქებით.