ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 15 მაისი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 15 მაისი

განვაგრძობთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 15 მაისს მოხდა.

თამაშები

15 მაისს "ბარსელონას" 12-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 4 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1970 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი ფრანკ დე ბური. 1998-2003 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 215 თამაში ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. ფრანკ დე ბურმა კატალონიელებთან ერთად 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1970 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი რონალდ დე ბური. 1998-2000 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 55 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. რონალდ დე ბურმა კატალონიელებთან ერთად 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1991 წელი

თასების მფლობელთა თასის ფინალში "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედთან" ანგარიშით 1-2 დამარცხდა. კატალონიელთა მხრიდან გოლი რონალდ კუმანმა გაიტანა, მანჩესტერელთაგან კი თავი ორივეჯერ "ბარსას" ყოფილმა მოთამაშემ, მარკ ჰიუზმა გამოიჩინა.

1997 წელი

დაიბადა უსმან დემბელე.

1998 წელი

ლა ლიგის ბოლო ტურში "ბარსელონა" "სალამანკასთან" საკუთარ კედლებში 1-4 განადგურდა, მაგრამ კატალონიელებს ესპანეთის ჩემპიონატი უკვე მოგებული ჰქონდათ.

2011 წელი

"კამპ ნოუზე" "დეპორტივოსთან" უგოლოდ თამაშის შემდეგ "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.