მარიო კემპესი: მესი აცნობიერებს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსები მცირეა

მარიო კემპესი: მესი აცნობიერებს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსები მცირეა

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, მარიო კემპესმა თავისი თანამემამულის, ლიონელ მესის მომავალზე ისაუბრა.

მესი განადგურებულია. ის "ბარსელონაში" ძალიან კომფორტულადაა, მაგრამ აცნობიერებს, რომ "ბარსასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის კვლავ მოგების შანსები მცირეა. მესიმ კვლავ გვარდიოლასთან, "პარი სენ-ჟერმენში" ან "ბაიერნში" უნდა ითამაშოს. ესენი არიან კლუბები, რომელთაც აქვთ ფული და ჰყავთ მოთამაშეები, რათა წარმატებულნი იყვნენ. "ბაიერნის" დირექტორები ტვინით ფიქრობენ და არა საფულით, მე არასოდეს გადავუხდიდი მესის ასეთ მაღალ ხელფასს.

- ციტირებს კემპესის სიტყვებს Sport Bild.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #11 16 მაისი 2021 13:18
    0
    ლიგის ვერ მოუგებლად ოქროს ბურთს ვეღარ მოიგებს. თუ არანორმალური სეზონი არ ჩაატარა. მაგის უნარი კი აღარ შესწევს. ისე დღევანდელ ბარსას იმაზე უკეთესი სასტავი ყავს ვიდრე ჩელსის თუნდაც მარა იმათ კაი მწვრყნელი გაარტყეს, შემთხვევით,რომელმაც დუხი შემოიტანა გუნდში. კვერცხები აქვთ ფეხბურთელებს და მოტივაცია. მწვრთნელს მიყვება ყველა. ბარსა კიდე სავსეა უკვერცხებო ფეხბურთელებით, ყველა თავის კომფორტზე ფიქრობს, მაღალ ხელფასზე, სათამაშო დროზე, ნაკლებ დატვირთვაზე. ფლიკიო რო იწერებოდა მეცინებოდა, ან კლოპიო ან ნაგელსმანიო. 32 წლის ნაგელსმანს გაყვება და დაემორჩილება ზუსტად პიკე? ან მესი? ფლიკის ან კლოპის ელვისებურ ელვისებურ პრესინგს ითამაშებენ მესი და სხვები? ვარჯიშებზე თავს მოიკლავენ? სეტიენს გაუჭედეს ტიპებმა ხშირი ვარჯიშის გამო. ამ წაგებულის სულით და მენტალიტეტით მოიწამლა გუნდი. ვერც გვარდიოლა მოიგებს ვერაფერს ამ გუნდით. აგუერო უშველის ამათ? ახალი სისხლი გვჭირდება, ტიტულებზე დამშეული ახალგაზრდები, ნაყიდიც და ლა მასიელებიც. მწვრთნელი, რისკიანი ავტორიტეტული და მოხოდილი. მარა ამ ყველაფერს აზრი მაშინ ექნება როცა გუნდში ეს ვითომ "ავტორიტეტები" აღარ იქნებიან. ვითომ ლეგენდობიდან სისხლის მწოველებად რო იქცნენ. ისეთი 2 იგროკი მაინც გვინდა მესი რო ესეთი ლიდერი აღარ იყოს. სუარესი ინიესტა ნეიმარი რო იღებდნენ თამაშს თავის თავზე ლეოს გარეშეც ეგეთი ხალხი გვინდა. ჰოლანდი თუნდაც, ფელიქსი, დე ლიხტი, აუარი ან ოლმო. გასაყრელია პიკე, კოუტინიო უმტიტი ბრაიტი და კიდე ბევრი, ფრანგები სრული შემადგენლობით. დღეს ვინ მოდის, გარსია დეპაი აგუერო? რით ჯობიან ლენგლეს დემბელეს და გრიზმანს? არაფრით, ამიტო არაფერი შეიცვლება
    Culé [?]
    #10 16 მაისი 2021 11:42
    0
    ციტატა: nika 54
    ციტატა: me da barca
    საცოდაობაა ამას მუნდიალი ქონდეს მოგებული და მესის არა.

    აი საუბედუროდ, სწორედაც რომ ამის პირადი დამსახურებით, მაგრამ სხვა რა მოიგო. ორი პიჩიჩი ვალენსიაში თამაშის დროს. რომელიც ლეოს წელს 7 გაუხდება. აი სულ ეს არის ამის ტიტულები. ამან მესიზე როგორ უნდა ილაპარაკოს. მახსოვს იმ მუნდიალზე არგენტინაში ჯგუფურ ეტაპზე ბოლო თამაში მინიმუმ 6 ბურთით უნდა მოეგო რო ბრაზილიისთვის გაესწრო, რომელთანაც ჯგუფში უკვე წაგებული ქონდა. ყველას კარგად მოეხსენება ლათინურ ამერიკაში მიკერძოების რა დონე იყო იმ დროს. მოკლედ ამან თამაშის დროს მათ ცარიელ კარში გაგზავნილი ბურთი მეკარისებრ ნახტომში მოიგერია!!!(გესმით? დღეს მას ულაპარაკოდ გააგდებდნენ და ფინალსაც გამოატოვებინებდნენ) შედეგად არგენტინელმა მეკარემ პენალტი მოიგერია და ამანაც დაჩმორებულ მეტოქეს წერტილი დაუსვა და საჭირო ანგარიში 6-0 დააფიქსირა. ეს ყველაფერი უნდა გენახათ რა საზიზღრობა იყო. ფინალში ვერ გავიდა ბრაზილია რომელსაც წაგება არ ქონდა ტურნირზე არგენტინამ კი ფინალში გააღწია და ფინალიც მოიგო. აი ეს კაცი ლეოზე როგორ უნდა ლაპარაკობდეს და საერთოდ ფეხბურთელს ერთი ტიტულით როგორ უნდა ვაფასებდეთ არ მესმის.

    ცოტა სხვანაირად იყო საქმე, კიდევ უფრო მძიმედ...
    არგენტინა-ბრაზილია 0:0 მორჩა და პერუსთან 4:0 სჭირდებოდა მიმიმუმ, ამათაც "საჭიროზე მეტი" ანგარიში დასვეს
    ერთ-ერთ გოლზე ძალიან კარგად ჩანს მამაძაღლობა
    იმ შეხვედრაში დუბლი შეაგდო კემპესმა
    რაც შეეხება პენალტს, ეგ პერუსთან არ ყოფილა
    ეგ მოხდა პოლონეთთან, 1:0 იგებდა არგენტინა და კაზიმეჟ დეინამ ვერ გაიტანა ის პენალტი
    თუმცა წითელი რომ აეღო (რაც სამართლიანი იქნებოდა), 10 კაცით იმ პოლონეთს (რომელსაც ფატალურად არ უმართლებდა) ანგარიშს ვერ გაუზრდიდა და ვერც 1:0 შეინარჩუნებდა, შესაბამისად, ფინალში ბრაზილია გავიდოდა, ჩემპიონი კი სავარაუდოდ, ჰოლანდია გახდებოდა
    ჯგუფში ფრანგებთანაც შეირცხვინეს თავი, ანგარიში უნამუსო პენალტით გახსნეს
    მასპინძლების თემა არ იყო ადრე უბრალო საკითხი, ძალიან ბვერს მიქრავდნენ მსაჯები
    1962 ჩილეს სასარგებლოდ
    1966 ინგლისის სასარგებლოდ
    1970 მექსიკის სასარგებლოდ
    სხვათა შორის, 1974 გერმანიასაც წაუკრეს ხელი
    1978 არგენტინის სასარგებლოდ
    1982 ესპანეთის სასარგებლოდ...
    რასაც ქვია, უკადრებელი იკადრეს, დაახლოებით მსგავსი და უფრო უარესი რამ მოხდა 2002 წელს კორეაში, პორტუგალიის, იტალიისა და ესპანეთის წინააღმდეგ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 16 მაისი 2021 11:08
    1
    ციტატა: me da barca
    საცოდაობაა ამას მუნდიალი ქონდეს მოგებული და მესის არა.

    აი საუბედუროდ, სწორედაც რომ ამის პირადი დამსახურებით, მაგრამ სხვა რა მოიგო. ორი პიჩიჩი ვალენსიაში თამაშის დროს. რომელიც ლეოს წელს 7 გაუხდება. აი სულ ეს არის ამის ტიტულები. ამან მესიზე როგორ უნდა ილაპარაკოს. მახსოვს იმ მუნდიალზე არგენტინაში ჯგუფურ ეტაპზე ბოლო თამაში მინიმუმ 6 ბურთით უნდა მოეგო რო ბრაზილიისთვის გაესწრო, რომელთანაც ჯგუფში უკვე წაგებული ქონდა. ყველას კარგად მოეხსენება ლათინურ ამერიკაში მიკერძოების რა დონე იყო იმ დროს. მოკლედ ამან თამაშის დროს მათ ცარიელ კარში გაგზავნილი ბურთი მეკარისებრ ნახტომში მოიგერია!!!(გესმით? დღეს მას ულაპარაკოდ გააგდებდნენ და ფინალსაც გამოატოვებინებდნენ) შედეგად არგენტინელმა მეკარემ პენალტი მოიგერია და ამანაც დაჩმორებულ მეტოქეს წერტილი დაუსვა და საჭირო ანგარიში 6-0 დააფიქსირა. ეს ყველაფერი უნდა გენახათ რა საზიზღრობა იყო. ფინალში ვერ გავიდა ბრაზილია რომელსაც წაგება არ ქონდა ტურნირზე არგენტინამ კი ფინალში გააღწია და ფინალიც მოიგო. აი ეს კაცი ლეოზე როგორ უნდა ლაპარაკობდეს და საერთოდ ფეხბურთელს ერთი ტიტულით როგორ უნდა ვაფასებდეთ არ მესმის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 16 მაისი 2021 02:33
    2
    საცოდაობაა ამას მუნდიალი ქონდეს მოგებული და მესის არა.
    Culé [?]
    #7 16 მაისი 2021 00:46
    2
    ციტატა: Bakero
    აი ეს ჩმორი და აი ამის ჩმორი არგენტინა გახდა მსოფლიო ჩემპიონი 1978 წელს ფუჰ არ მახსოვდეს მაინც smile რწყევა გუნდი სადაც მხოლოდ 2 ! ფეხბურთელი იყო ნორმალური (პასარელა და ოსვალდო არდილესი) .....კრუიფის უსამარცხვინოესი ინტერვიუ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჰოლანდიის ნაკრებზე (სულ გაჩუმებულიყო არაფერი არ ეთქვა მაინც )

    არ იყო ის არგენტინა საჩემპიონო გუნდი
    კემპესმა პოლონეთთან დიეგო მილიტოს დონე დადო, მეტი არა და გაუმართლათ, რომ ფილოლიმ პენალტი აიღო
    მეორე მატჩი ითამაშა ფინალში, სადაც ფაქტიურად დასვენებული გუნდით მივიდნენ
    ბრაზილიასთან გაგორებული ნულოვანი ფრე და პერუსტან დადგმული უნიჭო სპექტაკლი
    1982 წელს აბსოლუტური ნული იყო და მერე ნაკრებიდანაც გ******
    ესეც არგენტინელია და ცხონებული დიეგოც?
    მესი ლიგის მოგების ხამია? არა რა თქმა უნდა
    მუნდიალი რომ ეთქვა, კიდევ გავიგებდი, რადგანაც არგენტინის ნაკრების ყოფილი ფორვარდია ესეც
    ფანი [?]
    #6 16 მაისი 2021 00:00
    1
    იმის მაგივრად , რომ ერთი ადგილი უკოცნოთ იმის გამო , რომ არ დათანხმდა ესპანელების შეთავაზებას ნაკრებში თამაშთან დაკავშირებით( არადა , ალბათ სამუდამოდ , შემიდოდა ესპანეთის ნაკრებთან ერთად , ფეხბურთის ისტორიაში ) , კიდევ კბენაზე და დაკნინებაზე ფიქრობთ ? რა ხალხი ხართ საერთოდ ?
    Culé [?]
    #5 15 მაისი 2021 23:03
    2
    აი ეს ჩმორი და აი ამის ჩმორი არგენტინა გახდა მსოფლიო ჩემპიონი 1978 წელს ფუჰ არ მახსოვდეს მაინც smile რწყევა გუნდი სადაც მხოლოდ 2 ! ფეხბურთელი იყო ნორმალური (პასარელა და ოსვალდო არდილესი) .....კრუიფის უსამარცხვინოესი ინტერვიუ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჰოლანდიის ნაკრებზე (სულ გაჩუმებულიყო არაფერი არ ეთქვა მაინც )
    Culé [?]
    #4 15 მაისი 2021 22:18
    2
    ამას ცხონებული დიეგო არასდროს იტყოდა!
    კემპესი და უგო გატი სამარცხვინოები არიან, ვერასდროს იყვნენ ბოლომდე შემდგარები, მოუხედავად იმისა, რომ კემპესმა მუნდიალიც მოიგო და საუკეთესო ბომბარდორიც გახდა
    მენოტის რომ მოუსმინო, ალბათ მკვდარსა და ცოცხალს უტრიალებს ორივეს
    თვითონ კლუბიდან კლუბში დაწანწალობდა, ყველაზე მაღალ დონეზე ვალენსიაში ითამაშა კლუბში, რომელიც მაინც ვალენსიაა
    ნაკრებში კი 1978 წლის ფინალის მერე გოლი არ გაუტანია, 82 წლის მუნდიალზე ივან კამპოსავით პირდაღებული დარბოდა

    როსარიო სენტრალის ფეხბურთელი ისეა ნიუელსის მიმართ მოწამლულ-გამწარებული, რომ ავიწყდება არგენტინელობა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 მაისი 2021 21:48
    2
    აი შენს ჯინაზე კიდე ორჯერ მოიგებს მესი ლიგას ბარსაში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #2 15 მაისი 2021 21:41
    2
    ამ სიტყვების გამო მომავალ სეზონზევე უნდა დავდოთ ლიგა.ეს არგენტინელები რა ბოროტები არიან,განსაკუთრებით ძველი ფეხბურთელები.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #1 15 მაისი 2021 21:38
    1
    იუვე ინტერს ვუყურებ და აი ამ ფარჩაკ გუნდათ სახლში 0-3 როგორ წავაგეთ ნერვები მეშლება რაა